"აღარ უყვარხარ", "აღარ უყვარხარ"
დილით აისზე მამცნეს ჩიტებმა,
და ჩემში თითქოს რაღაც გადატყდა,
რაღაცა ჩაქრა, ჯანღმა იფეთქა.
როგორ ველოდი ამ ღამის მოსვლას,
ბეწვი ჩავიცვი სიასამურის,
ალმოდებული სანთლების შუქზე,
სურვილი მქონდა მე საამური,
რომ დამეკოცა შენი ტუჩები,
ცას ავყოლოდი მქისე ნილებად,
"აღარ უყვარხარ", "აღარ უყვარხარ"...
დილით, აისზე მამცნეს ჩიტებმა.
No comments:
Post a Comment