ბიოგრაფია
ელგუჯა სტეფანეს ძე ციგროშვილი
დაიბადა ქ. თელავში, 1953 წლის
3 ივლისს.
დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის
ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.).
სხვადასხვა
დროს მუშაობდა: წითელწყაროს რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშ. სკოლების
მასწავლებლად; წითელწყაროს განათლების განყოფილებაში;
დირექტორის მოადგილედ, თელავის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში
და იყალთოს პროფტექსასწავლებელში; რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის
( თავ—რე გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად;
დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ–რე
, მწერალი ლადო მრელაშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1994 წლიდან დღემდე ემიგრაციაშია.
იმყოფება საბერძნეთში, ქ .თესალონიკში.
არჩეული იყო დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ;
2010 წლიდან დააარსა და გახლდათ
ქ . თესალონიკის ვაჟა—ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო
სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი.
No comments:
Post a Comment