გიყურებ, გიმზერ, გიცქერი,
შენ კი მაგ თვალებს მარიდებ,
გულში ომი მაქვს ფიცხელი,
შენ კი არადა დამიდევ.
გადაგიშალე ედემი,
სიტყვებს გიგზავნი ფაქიზებს,
მიყვარხარ, კვლავ გეუბნები,
შენ კი არადა დამიდევ.
იქნებ არ უნდა გამეცან,
ზღვაც გადავიდა ნაპირებს,
დავდევ შენ გულში ამინდებს,
შენ კი არა და დამიდევ.
No comments:
Post a Comment