Thursday, July 15, 2021

მე მინდა დავწერო (სატრფიალო)

მე მინდა დავწერო ისეთი ლექსები,
ვნებების ქარცეცხლში ისევ რომ გაგხვიოს,
სიტყვებში ისმოდეს ეს ჩემი ტკივილი, -
დამტოვე, მომძახე, "ნახვამდის!", "ადიოს!".
მოვიდეს შენამდე , იფრინოს დღე და ღამ
და გითხრას ამ გულის მტანჯველი სათქმელი,
თუ აღარ გიყვარვარ, თუ აღარ გიყვარვარ,
მაშინ რაღას მიჭერ, გადაჭერ საბმელი.






No comments:

Post a Comment