Friday, July 30, 2021

შემომხედე, შემომხედე (სატრფიალო)

შემომხედე, შემომხედე,

მზერა გამითამამე,

ერთად ვდიოთ

ჩვენ ვარსკვლავებს,

დღეს ვეწვიოთ

ვარსკვლავეთს.

მერე ზღვებს გადავუაროთ

ქარიშხლად და წვიმებად,

გავილუმპოთ ზღვის თეთრ ქაფში,

ეგეც არ გვეწყინება.

შემომხედე, შემომხედე,

მზერა გამითამამე,

ჩემი სახე, როგორც მთვარე,

ისე ბრწყინავს, ანათებს,

დღისით მზე ვარ მოარული,

ცაზე ფეხით დავდივარ,

თვალებსა გჭრი და სათვალით

ალბათ, მიტომ დადიხარ.

ისევ ღამე არის ჩვენი

მფარველი და მეტოქეც,

მინდა მთელი ვარსკვლავეთი

ჩემს ფეხებქვეშ ზეობდეს,

შენ კი, კარგო, მხოლოდ ჩემი

სიყვარული გეყოფა,

ცაზე ერთი ვარსკვლავი ხარ

თუ ხარ მთელი ეპოქა?!

 

 


No comments:

Post a Comment