Sunday, July 18, 2021

შაირ-კაფიაობა, მე და ელგუჯა ციგროშვილის

კაფიაობა (მაია დიაკონიძე, ელგუჯა ციგროშვილი)


სხვებს სძინავთ და მე კი არ მეძინება,

ფირალივით შემოჭრილხარ ქარო, 

დაურბინე ჩემი გულის კუნჭულებს,

მეკითხები, მარტო რადა ხარო.

გეტყვი იმას, ვინც მე მიყვარს, შორს არის, 

მოეფერე არა, დაუშავო,

მიუფრინე ჩემგან ლაღი სიზმარი,

უჩურჩულე, ისევ უყვახარო.

მაია დიაკონიძე

18.07.2021 წელი

სიზმარი .

1 . მიჩურჩულა ქარმა დანაბარები , ჩამომეხსნა გულზე სევდის ლოდები ... ღია არის ,,სიზმარეთის " კარები , დღეს სიზმარში დედოფლად გელოდები ! 💞 2 . სტუმრები გვყავს ერთმანეთზე რჩეული , ქვეყნად მოსვლა ალბათ ღირდა ამადა , ცხრავე მ უ ზ ა მაყრადა მყავს წვეული , ა პ ო ლ ო ნ ი გვეყოლება თამადა .💞 3 . პ ა რ ნ ა ს ი ს მთა ჩვენი მასპინძელია , ცას აყრუებს ზ ე ვ ს ი ე ლ ვ ა ~ მ ე ხ ე ბ ი თ ... ნუ გვიანობ , ყველანი შენ გელიან , დამარწყულე, შენი ნაზი შეხებით ! 💞 ელგუჯა ციგროშვილი . ქ . თესალონიკი . 18 . 07 . 2021 წელი .

სიყვარულის ფრთებით გამოვფრინდები,

ჯერ სტუმრები დაამშვიდე რჩეული,

თუ კი უნდა ვიდედოფლო ამ ღამით,
სამოსიც კი არ მაქვს ჯერ შერჩეული,
მთვარის სხივთა შემოვიცმევ მოსასხამს,
დამამშვენებს ატლასი, ფარჩეული,
მინდა ვიგრძნო შენი ერთი შეხება,
ეგ იქნება ყველაზე ფასეული.
მაია დიაკონიძე
18.07.2021 წელი





No comments:

Post a Comment