Wednesday, July 21, 2021

იქნება მე ვარ და...

 მე შენი სუნთქვიდან ვიწყები, ვმთავრდები

და თუ ვერა ხვდები და ამას ვერა გრძნობ,

მე შენი აჩრდილი, მზის შუქი გავხდები,

რომ ჩუმად ეს ჩემი ფიქრები გაგანდო.

ხარ ჩემი გზამკვლევი, სიცოცხლის წყარო და

მე შენში ვიწყები და შენში ვმთავრდები,

და თუ კი ვინმეზე სინაზით ოცნებობ,

იქნება მე ვარ და სიზმრებად ავხდები.








No comments:

Post a Comment