Thursday, July 22, 2021

შაირობა ავთანდილ ჟღერია და მე

ავთანდილ ჟღერია:

 ვარდები კარგია ლარნაკში,

ვარდები სხვადასხვა
ფერები,
ლექსი მე რომ
მეკუთვნოდეს,
როგორ არ
მოგეფერები.

მაია დიაკონიძე:
ფერებით კი მომეფერებით,
მაგრამ თვითონაც ვარდი ვარ,
ეკლებით რომ დაისერებით?
მხოლოდ ამისი დარდი მაქვს.

ავთანდილ ჟღერია:
მაგის დარდი ნუ გექნებათ
ვარდი მიყვარს
ეკლიანი,
დავისერები? გავუძლებ,
არ დარჩებით
სევდიანი.)))))

მაია დიაკონიძე:
თუ კი შესძლებთ ჩემთან მოსვლას,
ტკივილს, ჩხვლეტას თუ გაუძლებთ,
მაშინ ვაჟკაცი ყოფილხართ,
მეგობრულად ჩაგიხუტებთ!

ავთანდილ ჟღერია:

უი როგორ გამახარეთ,
ამას როგორ
დაგივიწყებთ,.
წამოვიღებ კონიაკს და
მოვაყოლებ ატრიბუტებს,
მეგობრები თუ არ
გავხდით
ისე როგორ ჩაგიხუტებთ.))

აგაშენათ ღმერთმა, ვიცი,
არაფერს არ დაიშურებთ,
ვისკს, კონიაკს, რომს თუ მარტინს, 
გახსნით ალბათ რჩეულ ჭურებს,
სამეგობრო სუფრას გაშლით, 
გადავუხსნით ერთურთს გულებს.
 

No comments:

Post a Comment