Monday, July 26, 2021

შენ ხმას არ იღებ... (სატრფიალო)

შენ ხმას არ იღებ და ისევ სდუმხარ,
საქმეები გაქვს, ვერ იცლი ჩემთვის,
მე კი ამ ღამით ვუმღერებ ტუიას,
მარადმწვანე ხეს კაცისაც ესმის.
მას მოვუყვები ჩემს სიყვარულზე,
რომელიც ალბათ ტვირთია შენთვის,
შენ ხმას არ იღებ და ისევ სდუმხარ,
ელი რომ გითხრა: "არივედერჩი",
მერე თქვა, თვითონ მიდიან ჩემგან,
მე კი არავის არ ვტოვებ ჩემით....



No comments:

Post a Comment