სადაც ნაზი ჰანგებია, სიყვარული კვეთს ლურჯ სივრცეს,
სადაც სხვა ნაზ გულთა შორის ჩემი გულიც ძალუმად ძგერს,
სადაც ცისკარს ეგებება ათასობით ნაზი მზერა,
იქ რომ ჩემი ადგილია, უცილობლად, ვიცი, მჯერა.
გამჟღინთა და ღრუბელივით ამიტანა ცაში მაღლა,
იქ ხომ ჩვენი სამოთხეა, ედემის ჩიტს დამამსგავსა
და საკინძეს აწყვეტილი ღილი ჩამდო შენს უბეში,
დამიარე, მომეფერე, სხვა რა ვნახო მე ნუგეში.
No comments:
Post a Comment