ნაღველს ჩამოვივარცხნი თმებიდან,
გავიშლი შენთვის დალალებს,
ჩემი თვალები იქცევა ჩიტებად,
შენი თვალებიდან დარდს ამოკენკავენ.
გადაშლი შენს მკლავებს, მიმიღო მზესავით,
როგორც ვარსკვლავი დაგეფინები,
და ასე ვიქნებით ერთად ყოველთვის,
დასაბამიდან დასასრულამდე.
No comments:
Post a Comment