Friday, July 16, 2021

არ მინდა ვგავდე ...

 სამყაროს მართავს ბედის გამრიგე

და თუნდა ჰყარე უკუღმა ქოში,

ამ ცხოვრებისას ვერას გაიგებ

და აღმოჩნდები უეცრად მორგში.

ტყუილია ჩვენი ბედთან ჭიდილი,

რაც გინდა ქენი, იშრომ-იწვალე,

უსწავლელს ხვდება პატივი, ჩინი,

ნასწავლი თუნდაც იდგეს ყირაზე.

და ამ ცხოვრების არ მესმის მეტი,

ვეღარ გავუძელ ამ პარადიგმებს,

არ მინდა მტვერის და ლეშის ხვედრი,

არ მინდა ვგავდე სხვათა აჩრდილებს.





No comments:

Post a Comment