Friday, July 23, 2021

ყაყაჩო, შაირობა, ცაგო აბასმაძე, ირინა ხურციძე, დავით თაქთაქიძე

 მცხუნვარე ივლისს მოჰგავხარ,

ფეხებთან ყანას გამიშლი,

მე კი ვიქნები ყაყაჩო, 

თუ კი ჩემს ცქერას არ იშლი,

ოღინდაც ნაზად შემეხე,

თორემ ნაზი და სუსტი ვარ,

მაინც ყველას მე ვუყვარვარ,

ყველას მაინც მე ვწყურივარ.

ცაგო აბაშნმაძე:

შენ ყაყაჩო ხარ შავგულა,
ნაზი და ჰაეროვანი,
თავბრუს მახვევ და მიზიდავ,
ამაყი,დიდბუნოვანი.
მინდა მოგხვიო მკლავები,
ტუჩზე დაგაცხრე ქორივით,
შემოგაფლითო სამოსი,
მკერდზე დაგადნე ლორივით

ირინა ხურციძე:

დაღლილა ღიღილოები,
ყაყაჩოვ შენი ცქერითა,
ტანზე რომ კაბა გაცვია,
ნეტავ შემახო ხელითა,
მერე ღელისპირს ჩავყვებით
სულ ღიღინ- ღიღინ ლხენითა,
ისე მზესავით ანათებ,
გული ლაღდება შენითა,
ნეტავი ნებას დამრთავდე,
შინ წაგიყვანდი ფრენითა

შენ ყაყაჩო, მე ღიღილო,
წამოი ერთად ვიღიღინოთ,
მომერიდოს, არც გეგონოს,
ბაგეს უნდა დაგეკონო,
სიკვდილამდე შენთან დავრჩე,
შენს სიყვარულს დავემონო

დავით თაქთაქიძე:
მართლაც მოჰგევხარ ყაყაჩოს,
შენთვის ვედარე ივლისსო,
ცხელი ალერსით დაგახრჩობ,
გულს ჟრუანტელი მივლისო,
ყაყაჩოს წითელი კაბა,
ნიავს გაჰყვება მთა ველად,
ივლისი თვალს რომ განაბავს,
მე მაშინ მოვალ საშველად..

ირინა ხურციძე:
ყაყაჩოსა ბევრი კოცნით
ბაგე გასწითლებია,
ლამაზ ქალას არ ენდოო
ხომ გარიგა ბებიამ
მაინც არ დაიჯერე და
მის მახეში გაები,
კაცის სუსტი წერტილია,
ეს მაცდური თვალები.

ჩირგვის ძირას ია ყვავის,
ველს ამშვენებს ყაყაჩო,
ღიღილომ შემოუთვალა
კოცნით უნდა დაგახრჩო,...
_ვერაფერსაც ვერ დამაკლებ,
მე ამ მინდვრის დედოფალს,_
მიახალა ყაყაჩომა_
ერთი კოცნა მეყოფა?

დავით თაქთაქიძე:
რატომ მქვია კაცი აბა?
მიყვარს გაბმა მახეში,
მაგრამ ისე ხომ გამაბავ,
რომ მიმზერდე სახეში.
ბებომ განგებ არ მასწავლა,
მახე არანაირი,
რადგან ისაც ქალი იყო
და უყვარდა შაირი,
თუმცა მაინც მითხრა ერთი,
ლამაზ ქალს რომ არ ვენდო,
თუ გაუწყრა ლამაზს ღმერთი,
ბევრს გატირებს რაინდო.


No comments:

Post a Comment