Monday, July 18, 2016

მინორული განწყობა

მე ვხოვრებას ვეტრფოდი, როგორც ჩიტი პატარა,
სიმღერით და თამაშით გავართობდი მიდამოს,
დღეს მწუხარე ფიქრები დამწოლია ფალანგად,-
უსაშობლოდ დარჩენა როგორ აღარ ვიდარდო...

ვერ მიმონებენ!

გულში დარდივით ამოზრდილა ყაყაჩოები,
წითლად ღუიან... ჩაწოლილა ზაქი ჩეროში,
მე ამ სამყაროს მოშვერილი ზურგით ვუცქერი,
რომ ავირიდო ტკივილი და ბოლოს ნევროზი.
ვწევარ უდარდელად, მართლა ნებისად
დაე, იბრუნოს დედამიწამ თავის გემოზე,
ვერ მიმონებენ, სეფე სიტყვის თქმა თუ მეღირსა.


Saturday, July 16, 2016

სიყვარული?!

სიყვარულის მაფრაშები?!
ციდან ცვივა მანანები,
აბსტრაქციის ველზე კოშკებს შენით ააგებდი,
დახურავდი აკაციით სახლს და ეზოს,
დაკეტავდი გულის კარს და სურვილს, ერთობს,
მუდამ მასთან ატარებდე დღეს და ღამეს,
დიდ ჩანთაში დაატარებ,
ის კი ამ დროს ფერად-ბუშტი,
არც კი გაგდებს აინუნში.

შუქი გამყვება

მოვა სიკვდილი, დღე ან ღამ,
რა თავში ვიხლი კვნესასა,
სანამ ცოცხალ ვარ, ვიხარებ,
ფანდურით ვიწყებ მღერასა,
ხან ყვავილებზე ვილოცებ,
მათ დავუკოცნი ყელასა,
ტოროლა, მაღლა არწივი,
დამაწყებინებს ფრენასა,
სურვილს ჩავუთქვამ ღვთიშობელს,
სანთელს დავუნთებ თაფლისას,
მიცოცხლე, კარგად მიმყოფე
ჩემი ბალღები, ნანისა,
მიეც ჯანი და შეგნება,
იქცნენ ღმერთისა ფარისად,
მერე მეც წავალ იმქვეყნად,-
შუქი გამყვება ალისა.


Monday, July 11, 2016

სიცივესთან ვმარცხდები!

საყვარელის ფერებით და ალერსით ვერთობი,
ხელიგულზე დამაცვდა გრძნობები და განცდები,
გავატანე ამინდებს ძველი ვნების ქარცეცხლი,
ვით ნეკერჩხლის ფოთოლი, სიცივესთან ვმარცხდები.

Wednesday, July 6, 2016

ლექსები დედაზე

ქონგურებზე დაკიდული ჩიტის ბუდე
გზას მინათებს, როგორც მეხრეს მთვარის შუქი,
ქონგურებზე დაკიდული ჩიტის ბუდე
არის დედის თბილი უბე.
                   xxx
ვერახდენილი ოცნებების სამყაროს სცივა
და ერადერთი სხივი არის ბავშვის სურვილი,
იყოს დედასთან სამუდამოდ, მზერით შეკრული,
რომ მან გაათბოს მისი სული, მისი სხეული.

ღამე

შავი ჯოჯო შემოცოცდა,
ნელა-ნელა დაატყვევა
ვარდიც, იაც, სხივთა კონაც,
ვერავინ ვერ გაიგონა,
ტანჯვისა და გვემის ოხვრა,
გამოიხმობს ია ქომაგს,
დროს იმედი ფრთებით მოაქვს,
აინთება ვარსკვლავეთი,
მთვარე აწვდის ნაბდის  თოქალთს,
შუქთა მკრთალი ათინათი
მტლად ედება ნაგვემ ოსტატს,
გვერდზე იწვენს სხივთა კონას,
მუზებს მისთვის დაფნა მოაქვთ,
უგვირგვიმო ლექსთა მეფე
ცაში მართავს ღამის ბორანს.




Monday, July 4, 2016

მხოლოდ ჩიტი გაგილღობს ნაღველს

სარიდან სარზე დახტოდა ჩიტი,
მე შენს სახეზე ვიჭერდი ღიმილს,
აფრთხიალებდა მოლურჯო ბუმბულს,
ჭიკჭიკს იტყოდა ლაღსა და მსუბუქს,
მე შენს თვალებში ვიჭერდი სევდას,
თითქოს ბუნებას შესთხოვდი შველას,
ღიმილი ფარავს ხანდახან დარდებს
პატარა ჩიტი გაგილღობს ნაღველს.

გამოჰყოლია ნიმფა ნაკადებს

გამოჰყოლია ნიმფა ნაკადებს
და კაცის ძეთა წყლიდან აფასებს,
ზოგს თავია აქვსო ძალიან დიდი,
თუმცა არა ჩანს ეშმაკი, ფლიდი,
გონიერს აქვსო მიზნისკენ ლტოლვა,
ასეთებს ახლა იპოვი ცოტას,
მეცნიერების კრებს ის დარბაზებს
და საპატო არის დაფაზე.
ზოგი დაკუნთულ რკინა-ბეტონის
მონოლითს მოჰგავს, ქება ეკუთვნის,
რომ ავარჯიშებს ფიზიკურ სხეულს,
დაეხმარება ქვეყანას სნეულს,
ძალა აღმართს ხნავს და კაცი რომ ხარ,
უნდა შეგეძლოს ხვნაცა და თოხნაც,
უნდა მიიღო მზის სხივთა დოზაც,
გარუჯულ სახეს ღიმილი მოსავს.
ორთა მეგობარს ჰარმონიული
მშვენიერი აქვს სახეც, სხეულიც,
მაგრამ არა ჰგავს მამულზე მლოცავს,
და როგორც ხვლიკი მიწაზე ცოცავს,
გულგრილად ის ვერ ჩაუვლის კაბას,
არ უჭირს ქალთან რომანის გაბმა,
ცოტა არ დარჩა მისგან სნეული,
მაგრამ სულ სხვაა მისი რჩეული,
ოცნებობს იყოს ქვეყნის მმართველი,
ბევრი ააგოს მან ციტადელი,
ამისთვის იგი თვალთმაქცი, მარღი,
30 ვერცხლში უსიტყვოდ გაგცვლის.
ახალგაზრების დამდგარა ჯგუფი,
მშვენიერებას ეტრფიან სულის,
სჩანს რომ არ სძინავთ მამულზე ფიქრით,
სახეს უმშვენებთ წამწამთა ჩრდილი,
წიგნი უჭირავს იქიდან ერთერთს,
დასცქერის მეფის ხელდასმულ ბეჭედს,
რომ საქართველის შვილთა ღირსება,
მალე დიდების მზით გაბრწყინდება,
თვალზე მოადგა ცრემლები ნიმფას,
წყლიან ველებზე იმედებს სძინავს,
ერთხელ მოხედა მონატრულ ნაპირს
და ისევ აჰყვა სიმღერას ქარის.









მუზა მომდევს

ათი თითი დავითვალე,
ხუთჯერ ათიც დავისწავლე,
რამდენიმე დავამატე,
ჩემს წლებს წკნელი ვუთავაზე,
თან წაიღეს სილამაზე,
ძალა დარჩა აქანდაზზე,
ვიღაც მღერის  მელოდიას,
"დიდი ხანი გელოდია",
ავიკიდე გუდა-სტვირი,
აღარ ვოჩობ, როგორც ვირი,
წყნარად მინდა განვლო გზები,
მუზა მომდევს უკან გზნებით.









Sunday, July 3, 2016

სიბრძნე და სიბრიყვე

სიბრძნე და სიბრიყვე გავიცანი,
უკან მომყვებოდნენ ანტურაჟით,
სიბრიყვე არ ყოფილა ჩემი ცალი,
სიბრძნეც ბოლომდე ვერ შევიცანი,
ვცადე და მეგობარი გავაცანი,
ჩემთან დარჩენოდა ტვინი, ცალი.

სიკვდილთან შერიგება

ნიაღვარს გავყევი, 
ნაცემი, ნაგვემი,
მტკიოდა ყოველი
დარტყმა და ნაჩხვლეტი,
თუმცა დრომ განკურნა 
მრავალი იარა,
მოგონებებში
ხანძრებად იალა,
დამწვარი მივყვები
ცხოვრების ნაპირებს,
მუზებთან თამაში
მიზიდავს, მაკვირვებს,
ჩემთან შერიგებას
სიკვდილი აპირებს.

ვითომ ქორწილია?!

რატომღაც ყველაფერი პარადული,
მგონია საშინლად ბანალური,
ვითომ სიმღერა და ზეიმია,
ჩვენ წინ თამაშდება პაროდია.
მორჩა ძველებური ვიზიტები,
სულში გაფურთხებენ, იღიმები,
აღარც ქალწულია პატარძალი,
იყოს ქეთინო თუ მზევინარი,
ვაჟიც ნარკოტიკით გაჟღენთილი,
აღარც კმაყოფილი დედამთილი,
ჩვენ წინ თამაშდება პაროდია,
ოჯახის სიწმინდის აბორტია.




Saturday, July 2, 2016

გაიშალა გაზაფხული (საბავშვო)

საკვირველი დილა მელის,
ჩიტუნაც კი მე მიმღერის,
თვალი გახსნა მაღლა ცამაც,
ლურჯი ფერი დამანახა,
მზემ გაუთბო ყვავილს გული,
გაიშალა გაზფხული.