Monday, July 4, 2016

გამოჰყოლია ნიმფა ნაკადებს

გამოჰყოლია ნიმფა ნაკადებს
და კაცის ძეთა წყლიდან აფასებს,
ზოგს თავია აქვსო ძალიან დიდი,
თუმცა არა ჩანს ეშმაკი, ფლიდი,
გონიერს აქვსო მიზნისკენ ლტოლვა,
ასეთებს ახლა იპოვი ცოტას,
მეცნიერების კრებს ის დარბაზებს
და საპატო არის დაფაზე.
ზოგი დაკუნთულ რკინა-ბეტონის
მონოლითს მოჰგავს, ქება ეკუთვნის,
რომ ავარჯიშებს ფიზიკურ სხეულს,
დაეხმარება ქვეყანას სნეულს,
ძალა აღმართს ხნავს და კაცი რომ ხარ,
უნდა შეგეძლოს ხვნაცა და თოხნაც,
უნდა მიიღო მზის სხივთა დოზაც,
გარუჯულ სახეს ღიმილი მოსავს.
ორთა მეგობარს ჰარმონიული
მშვენიერი აქვს სახეც, სხეულიც,
მაგრამ არა ჰგავს მამულზე მლოცავს,
და როგორც ხვლიკი მიწაზე ცოცავს,
გულგრილად ის ვერ ჩაუვლის კაბას,
არ უჭირს ქალთან რომანის გაბმა,
ცოტა არ დარჩა მისგან სნეული,
მაგრამ სულ სხვაა მისი რჩეული,
ოცნებობს იყოს ქვეყნის მმართველი,
ბევრი ააგოს მან ციტადელი,
ამისთვის იგი თვალთმაქცი, მარღი,
30 ვერცხლში უსიტყვოდ გაგცვლის.
ახალგაზრების დამდგარა ჯგუფი,
მშვენიერებას ეტრფიან სულის,
სჩანს რომ არ სძინავთ მამულზე ფიქრით,
სახეს უმშვენებთ წამწამთა ჩრდილი,
წიგნი უჭირავს იქიდან ერთერთს,
დასცქერის მეფის ხელდასმულ ბეჭედს,
რომ საქართველის შვილთა ღირსება,
მალე დიდების მზით გაბრწყინდება,
თვალზე მოადგა ცრემლები ნიმფას,
წყლიან ველებზე იმედებს სძინავს,
ერთხელ მოხედა მონატრულ ნაპირს
და ისევ აჰყვა სიმღერას ქარის.









No comments:

Post a Comment