Thursday, September 30, 2021

შესაქმე (შექმნა. დაბადება), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

"შესაქმე"

(შექმნა. დაბადება)

აღარაფერი მახსოვს, 

ვქმნი რაღაც ნაზსა და წმინდას,

ასოს ასოზე ვაქსოვ,

როგორც ბებია წინდას,

გონებაში ვთვლი მარცვალს,

ვაწყვილებ შაშს და იაქს...

ვატყობ, კალამი მძარცვავს, -

ჩემი ფიქრები მიაქვს.

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი

9.10.2013წ.



სფინქსივითა ვარ, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი (მინიმებისთვის)

 სფინქსივითა ვარ

მაყრის თოფივით ვისვრი დღეებს უმისამართოს,

სულ დამიჩლუნგდა ოცნებები, ფიქრი, მიზნები,

უცხო მიწაზე უცხო ცის ქვეშ არც არა მართობს,

შევრჩი უცხოეთს - სხვაც ბევრია ჩემებრ ხიზნები!

სფინქსივითა ვარ... ვერ გაიგებთ, ვზივარ თუ ვწევარ,

დანისლულ მზერით ჰორიზონტის იქით გავყურებ...

გული მიკვდება, ჩემს თავს უკვე აღარა ვგევარ,

ვარდების ნაცვლად... ხოტბას ვასხამ დამჭკნარ სამყურებს.

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი

27.07.2013წ.






გაზაფხულის აყვავებას ელის (სატრფიალო)

 ჩამიწექი ამ თვალებში ნისლად,

ხანდახან რომ ამიცრემლებს ქარი,

მხოლოდ შენ ხარ, გზააბნეულს მიცავ,

მხოლოდ შენ ხარ ჩემი ნისლა ხარი.

მოლოდნში კრთის და ფეთქავს გული, 

გაზაფხულის აყვავებას ელის,

და ამის დრო როცა მოვა, მოხვალ,

გველოდება ყვავილების ველი.




მე შენ მზერაში (სატრფიალო)

მე შენს მზერაში ლურჯ ნისლებს ვხედავ,

ამღვრეულია ტრფობის ქარებით,
შენს შემოხედვას ცეცხლივით ნეტარს,
როგორც აშუღი, ვენაცვალები.
მიღიმი, ვნატრობ შენს ახლოს ყოფნას,
მოდი, ტყის პირას ცეცხლი დავანთოთ,
სანამ დაიწვა ფიჩხი და შეშა,
სიყვარულს ღმერთს გავეთამაშოთ.



მუხამბაზი, ავტ, ელგუჯა ციგროშვილი

 მუხამბაზი .

1 . მინდა მოგიძღვნა მუხამბაზი , ~ დილის საარი , ლამაზი ქალის ფერებაზე ტკბილი რა არი ? 2 . ოცნების ფრთებით , მეცხრე ცაზე , ნარნარად ვფრენდი , შენს ძუძუს ვწოვდი , შენი გულის ძგერას ვუსმენდი . 3 . და შეგიცანი , უფლის მიერ შექმნილი ქალი ... ბუმერანგივით დამიბრუნდი ~ ჩემივე ძვალი ! 4 . იდგა გალობა ანგელოზთა , გუნდრუკის კმევა , ~ კვლავ ერთ სხეულში მოვექეცით ა დ ა მ და ე ვ ა ! 5 . მადლობა უფალს , რომ დასრულდა ის ცოდვის ჟამი , უფლისმიერი სრულქმნილებით აღვსდექ ა დ ა მ ი ! ელგუჯა ციგროშვილი . ქ . თესალონიკი . 30 . 09 . 2021 წელი .

სიმარტოვე (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

მოდი, მიწამლე, შიგ გულში ვარ ისრით დაჭრილი
და მარტოობის ეშაფოტზე თავსაც დავტოვებ,
მერე ვერაფერს, ვეღარაფერს ვეღარ მიშველი,
და შენც  წაიღებ მაღლა ცაში შენს სიმარტოვეს.


Wednesday, September 29, 2021

სანუკვარი შემოდგომა დადგა (სატრფიალო)

 სანუკვარი შემოდგომა დადგა,

შენ ეწვიე ძველ თბილისის ქუჩებს,

მეც შემოგხვდი შემოძარცვულ ბაღთან,

გავუღიმეთ მკერდშემომჭკნარ ნუშებს.

ნისლებში და წვიმის ღვარში ვდგავართ,

თავზე დიდი გვაფარია ქოლგა,

გარშემო კი ყველაფერი ნათლად, 

მზის სხივივით ოქროსფერად მოჩანს,

იმიტომ რომ ერთადა ვართ, ჩემო,

იმიტომ რომ სიყვარული გვმოსავს,

შევაერთებთ ჩვენ გულებს და ხელებს

მაღლა ცაში გავფრინდებით როცა. 


მე ხომ შენზე ოცნებას ვერ ვბედავ! (სატრფიალო, სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

 ო, რა სევდით ამომევსო გული, 

შენ, მშვენიერს, როცა ვერა გხედავ, 

უსასრულოდ იბურება ზეცა,

ოცნებასაც შენზე ძლივსღა ვბედავ,

წინ ბურუსი აქოჩრილი ტალღის,

ზღვა რომ ისვრის ზვირთებად და შხეფად,

ეს ცხოვრებაც ისე მდორედ გადის...

ლექსებით თუ მოვიპოვებ შვებას.

და მივყვები უსასრულო ბილიკს,

გარშემო კი შემოდგომა ფეთქავს,

საკითხავი არის, ნეტავ ვისთვის?

მე ხომ შენზე ოცნებას ვერ ვბედავ!




ავტ.ირმა კვაშილავა

 და მე გავშიშვლდი ვით შემოდგომა,

ქარმა გაფანტა გრძნობის ვარდები მზე მაიმედებს, მთვარე მიღიმის გაზაფხულზე კი კვლავ ავყვავდები.... სიშიშვლე მზარავს,, სითბოს დავეძებ ადამიანურს მოძმის თვალებში, უფალს მივანდე ჩემი სიშიშვლე მან მომარჩინოს ნაიარევი....

გათენდა და...(სატრფიალო)

 გათენდა და თბილ ოქროსფერ დილას

მხოლოდ შენი სუნთქვით ვეგებები,

ვესალმები ცაში არწივს მყივანს, 

მზის სხივებზე, როგორც შაშვი ვთბები.

შენ მიყვარხარ, შენ მიყვარხარ მხოლოდ,

გულში მედგრად შემოსულო ტალღავ,

სულში დამაქვს საფირონი ზეცის,

თვალს მიამებს შურთხი, მწყერი, ღალღა.

ჩემი მიწის ნაწილო და შვილო,

ამოგზრდია გულში დარდის ლოდი,

დაგიძახებ და ჩემს ძახილს მოჰყევ,

"საყვარელო, მოდი, მოდი, მოდი"....




ისე ლამაზად ვთენდები შენში (სატრფიალო)

 ისე ლამაზად ვთენდები შენში,

ისე ლამაზად ვღამდები კიდეც,

მერე სულ ჩუმად გიკოცნი ტუჩებს,

მერე სულ ჩუმად შეგახებ თითებს,

რომ მარტოობამ აღარა გძლიოს, 

ვიქნები შენი სიამის ტყუპი,

როცა დაწვები, მიმოიხედე,

იქნებ ვიღაცა არ გაცლის წუხილს..


კონიაკი (სატრფიალო)

 ჩემი ტუჩი კონიაკით 

მოგაწებე ლამაზ ტუჩზე,

გეამა და შენც ინდომე 

კონიაკი გეცხო ტუჩზე.

გაუსინჯე შენაც გემო,

შესვი ჭიქით ტკბილი სითხე,

ახლა, ჩემო, სიყვარულად

არა ტუჩით, თვალით მიწვევ.


Tuesday, September 28, 2021

,,მე და შენ" (სატრფიალო)

 ,,მე და შენ", ვამბობ და ღრმად მჯერა მე შენი,

დამინთებ ვარსკვლავს და ვულკანს,

,,მე და შენ", სამყაროს ვყოფილვართ ვენები,

ეს პულსიც ფეთქავს და სუნთქავს.

,,მე და შენ", არა ვართ ნაცვალსახელები,

აბსტრაქტულს შევერწყათ უნდა,

,,მე და შენ" არა ვართ მარტო სახელები,

ზე ავწევთ ამ ზეცის გუმბათს.


მე გიყურებდი (სატრფიალო)

 მე ყოველ დილას შენში ვიწყები

და ცხრათვალა მზეს მივესალმები,

და როცა მკოცნი თავდავიწყებით, 

გგონია ტურფა ამორძალები,

მე გიყურებდი, ეს მე ვიყავი,

ხსოვნად შემოგრჩა ჩემი თვალები,

იმ ერთ ღამეში ვერ ჩავატიე

ტრფობის ჟინი და ვნების ალები,

და შემორჩენილ იმ ძველ სიყვარულს

მიმოფანტავენ შმაგი ქარები.


ჩემო ლურჯო ღამევ! (სატრფიალო, ერთსტროფიანი, შეასრულა მაია სიჭინავამ, ჰქვია: მოდი, მოდი))

 ჩემო ლურჯო ღამევ და ვარსკვლავო ზეცის,

არეულო ფიქრო, ღიმილი რომ გშვენის,

ნეტავ, ჩემი ხმა და ძახილი თუ გესმის,
მოდი, დამიამე ქარტეხილი ვნების!
მოდი, სანამ გული ჯერ კიდევ ძგერს ძლიერ,
სანამ გაზაფხულის მაჯისცემას ისმენს,
სანამ ძარღვში სისხლი ძალუმად ჩქეფს ისევ,
აგიყვავებ სულში ვარდებსა და ტიტებს.
მაია დიაკონიძე
28.09.2022წელი

სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ (სატრფიალო)

მე ამ ღამით რძეში ვიბანავე,

ცამ მელანი ჩამიღვარა თვალში,

მთვარემ სხივი დამაფინა თმაზე,

სითამამე მომემატა ხმაში.

დავემგვანე ოქროსთმიან დალის,

ნადირობის ულამაზეს ქალღმერთს,

შემოგხვდები ამ ტყეების ბოლოს,

თვალთა ისარს გყყორცნი, არ დაგარჩენ.

ამიტაცებ და ამაფრენ ცაში,

სიყვარულის სასმისს ერთად დავცლით,

სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ,

თორემ ჟამი ფერუმარილს მაცლის.





Monday, September 27, 2021

ექსპრომტად მაიკოს (ფშაურ კილოზე ), ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი

 ექსპრომტად მაიკოს .

(ფშაურ კილოზე .) უნდა შეგიქო ,, სკვერული ," მომწონს და გეტყვი ქებასა , ითხოვე ჩემგან , რაც გსურდეს , დავყვები შენსა ნებასა ! ელგუჯა ციგროშვილი. ქ. თესალონიკი. 27 . 09 . 2021 წელი. ,, ჯვართამაღლება ."

ო, როგორ მინდა! (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

 ო, როგორ მინდა 

შენში ისე ავხმაურდე, 

როგორც მდინარე 

და ჩემს ნაპირზე 

გამოგრიყოს 

ტალღების ჩქროლვამ.

მინდა რომ შენი მზე ვიყო (სატრფიალო, "სკვერული")

მინდა რომ შენი მზე ვიყო, 
შენი მთვარეც და ვარსკვლავიც,
გაზაფხულიც და ზაფხულიც,
შემოდგომაც და ზამთარიც,
ცის ნამი, წყაროც, მდინარეც, –
ია და იასამანიც,
ოღონდაც ძლიერ გიყვარდე,
ტრფობას არ ჰქონდეს სამანი.


ექსპრომტად მაიკოს .

(ფშაურ კილოზე .) უნდა შეგიქო ,, სკვერული ," მომწონს და გეტყვი ქებასა , ითხოვე ჩემგან , რაც გსურდეს , დავყვები შენსა ნებასა ! ელგუჯა ციგროშვილი. ქ. თესალონიკი. 27 . 09 . 2021 წელი. ,, ჯვართამაღლება ."

ავთანდილ ჟღერია
ყაყაჩოს ველი გაშლილი,
ჩქერიც და ვარდი მცინარე,
კვირტივით აფეთქებული,
ქალავ, ჩემს მკლავზე
მძინარე.)))))❤️

ოქროს თევზი (სატრფიალო)

 ჩვენ ვისხედით სანაპიროს პლიაჟზე,

ოქროს ქვიშა გიბრწყინავდა თმებში,

ვარსკვლავები დაგდიოდნენ თავზე,

ანათებდი, როგორც ოქროს თევზი.

და მომინდა რომ მყოლოდი ჩემთან,

წამეყვანე  მყუდროდ ლამაზ სახლში,

მაგრამ გასხლტი, მომიმატე სევდა 

კალმახივით გადაეშვი წყალში.

მეც მოგყევი, ვიცურავეთ ბევრი,

ავიბურდე შენს ოქროსფერ თმაში,

- ინატრეო, შენ რაც  გინდა, - მითხარ,

- აგიხდენო, -  და დავმშვიდდი მაშინ.


 

Sunday, September 26, 2021

ის შენთან არის (სატრფიალო, მაია სიჭინავამ დაწერა და შეასრულა სიმღერა)

 რომ არ მიყვარდე, თუ შევძლებდი ზეცაში ფრენას?

ყოველ საღამოს შენზე ფიქრს და შენზე ოცნებას,
რომ არ მიყვარდე, ვისწავლიდი ფრინველთა ენას?
რომ მოვიდე და შენ ჭიკჭიკის შეძლო მოსმენა.
რომ არ მიყვარდე, განა სულში ივლიდა ელვა,
რომ მწვავს და მდაგავს, არ მაძინებს თითქმის დილამდე,
რომ არ მიყვარდე, ვერ ვიგრძნობდი ვნებათა ღელვას,
და მოვკვდებოდი, ჩემო სულო, რომ არ მიყვარდე.

მისამღერი:

ფანჯრებში ისმის მონამღერი სიოს და ქარის,

ის შენთან არის, ის შენთან არის,

ვარსკვლავებისკენ მზერას ვაპარებ,

იქ შენი სახე კრთის და ცახცახებს

  

ერთხელაც, ვიცი

მე დაგიძახებ და შენ მოხვალ, ერთხელაც, ვიცი,
გადმოჭრი ღრუბლებს, გაიკვალავ გზას ვარსკვლავეთში,
დააკაკუნებ ჩემს კარებზე დაღლილი ფიქრით
და დაგიამებ ძველ იარებს ვნების ქარცეცხლში.
ვიქნებით ერთად, ისე ახლოს ზეციერ ღმერთთან,
უნატიფესი ოცნებების სვიან მხარეში,
და გავუსწორებთ ჩვენ სამყაროს ბედნიერ მზერას,
ავირეკლებით ერთმანეთის მზიან თვალებში.

                  _____________________

ვიქნებით ერთად, დამიკოცნი ტუჩებს და თვალებს,

როგორც უდაბნოგამოვლილი ეწვევი ჩემს მკერდს, 

ვით მაესტროს უნაზეს თითებს  ავყვები რითმებს

და საყვარლები შევიქმნებით ჩვენ ერთმანეთის.





ხალხურ მოტივებზე (სატრფიალო)

 შემომხვდი, შემომანათე, 

ვაჟო, ეგ ლურჯი თვალები, 

გული აძგერდა, დაინთო

შიგნით ცეცხლისა ალები.

წყაროს ნაპირას ჩამოვჯექ,

იქ დაგელოდე მომსვლელსა,

დოქებში წყალი ამივსე,

ხელი დაავლე ჭურჭელსა,

ცხენს დამსვი, გვერდზე გამომყევ,

თავ არ ანებე ჭურჭელსა,

სახლამდე რომ მიმიყვანე,

თვალ გააპარე უბესა.

მივხვდი, რომ შენც მოგეწონე,

ცრემლი გდის თვალის უპესა,

ამოგიკოცნე თვალები,

გზას არ დაადექ მრუდესა.

მშობლები გამოაგზავნე,

ნიშანი ჩადე ბუდესა,

მალე ქორწილი გვექნება,

შემოდგომაზე უწევსა.



Saturday, September 25, 2021

რა ლამაზი, რა ლამაზი იყავ... (სატრფიალო)

 რა ლამაზი, რა ლამაზი იყავ,

შენზე დამრჩა, მშვენიერზე, თვალი,

რად არა ვარ ახლა ოცი წლისა,

შენ კი სადღაც ოცდახუთის მაინც.

ვიქნებოდით ერთად მზე და მთვარე,

და ვივლიდით მუდამ ცისფერ ცაზე, 

რად არა ვარ ახლა ოცი წლისა,

შენ კი, სადღაც ოცდახუთის მაინც.

დაგინახე! (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 დაგინახე, იწექ მუხის ძირას,

მიგეხუჭა ეგ ლამაზი თვალი,
მოვედ, ტუჩი მოგიტანე ტუჩთან
და შეგასვი უკვდავების წყალი.

ნეტავ, რაზე შემიყვარდი?! (სატრფიალო)ბაიათი

 ნეტავ, რაზე შემიყვარდი ასე ძლიერ, ასე ვნებით, 

თვალს დავხუჭავ და შენ ერთი ოცნებებში მელამდები,

ღამით ძილიც დამეკარგა, დღისით ძილ-ბურანში ვდგები,

რა მაგნიტით მიმიზიდე, ვფიქრობ, მაგრამ ვერა ვხვდები.

 თუ არ გიყვარვარ, აღარც მინდა უკვე გიყვარდე,

ეტყობა დიდი სიყვარულის ღირსი არცა ვარ,

მე შენზე ფიქრში აღარ მძინავს თითქმის დილამდე,

ამოუხსნელი რომ გამხდარხარ ჩემთვის ქარაგმა.

ფანჯრებიდან კი მთვარე მიმზერს უცნაურ ნათლით,

ნეტავ რას ფიქრობს,ნუთუ მართლა მას შევუყვარდი,

დაე, სამყარომ შემივრდომოს, წვიმამ და ქარმა,

შენი სახებაც, ვხედავ უკვე, ნელ-ნელა გაქრა.


თუ არ გიყვარვარ, აღარცა გთხოვ მე შეყვარებას,

და შენს ღალატში უკვე ეჭვი არ მეპარება,

ალბათ, არა ვარ შეყვარების და ტრფობის ღირსი,

მხოლოდ შორიდან მოკითხვას და დიდ სალამს მიძღვნი. 





შენს ლამაზ ღიმილში ვიპოვე სავანე,
ხანდახან მზის გულზე რომ გავისეირნო,
მხოლოდ იქ შრიალებს ალვა უჩინარი,
ტუჩეების კიდეზე  მზის სხივი ზეიმობს.

ნეტავ (სატრფიალო), ავტ. უცნობი

ღრუბლებიდან მონაწურო თეთრი ბამბის ქულავ,
ყველა შენი ლექსი, ბგერა, გაღიმება მიყვარს,
ნეტავ, ახლა გამომასხა შევარდნის ფრთები,
მოვფრინდე და სიყვარულით ჩაგეხუტო მკერდში!
შენზე ლამაზს და საყვარელს, განა რამეს ვნახავ?
მე შევტრფივარ შენს ბავშვურ გულს, უკვდავსა და მარადს,
მაგ ტუჩების სილამაზე ვარდად გარდამსახავს,
ნუთუ, ღმერთი ჩვენ ორ შორის ჩამოუშვებს ფარდას?!


Friday, September 24, 2021

მსურს! ავტ.ელგუჯა ციგროშვილი

 მსურს!

1.გადაიხარა საღამოსკენ
მზე შუადღისა,
თუმც არ მაშინებს,
ხვალის იმედს ვიფარებ ფარად,
იქნებ ყველა ვერ მოვიყაროთ
ადამის ხნისა,
ისინიც გვახსოვს,~
„ჭაბუკები რომ დარჩნენ მარად!“
2.თავს შევუძახებ:„მიდი,
ბრძოლას მუდამ აქვს ფასი“...
ბოროტების წილ, მაინც უნდა
სიკეთე ნერგო,
მერე რა,თუკი პირამდეა
მოთმენის თასი,
ყველა მას ვიღებთ,
ბედ~იღბლისგან ვისაც რა გვერგო.
3.მამულის ტრფობით ვიყავი და
კვლავ ვარ სნეული,
ძმად ვერ მივიღებ,
ვინც ეს ტრფობა „მიაშაბათა,“
მსურს, რომ საწუთროს კართან
მივდგე თავაწეული,
„პიროფლიანი რომ მიუვალ
მამა~პაპათა!“
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.01.08.2017 წელი.

ისე მაცხოვრე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ისე მაცხოვრე!
1.ქვეყნად არავის იღბალი არ მშურს,
სხვის ქონებაზეც არ მრჩება თვალი;
ღმერთო! მიეცი,--დამშეულს ლუკმა,
უდაბნოში მყოფს,--ჩრდილი და წყალი.
2.კაცს,--გულში მზე და თვალში ნათელი,
გვერდში საწოლად,--ერთგული ქალი;
ფარას ცხვრებისას,--მინდორი მწვანე,
დამშეულ მგლის ჯოგს,--სახრავად ძვალი.
3.დაჩოქილ მლოცველს,--უფლის იმედი,
მძიმე ავადმყოფს,--აღდგომის ძალი;
შეყვარებულებს,--სურვილის ცეცხლი,
ტყეში დარჩენილს,--კოცონის ალი.
4.ბედის მაძებარს,--თავის საფერი,
თავისი ჯუფთი,--თავისი ცალი...
მე,იმასა გთხოვ,ისე მაცხოვრე,--
შენი და კაცის,არ გამყვეს ვალი!
ელგუჯა ციგროშვილი.

ქ.თესალონიკი. 

არ გეგონოს (სატრფიალო)

 არ გეგონოს რომ გადაგივიწყო, 

ჩემი ოცნების ლურჯო ფრინველო,

უნებურად რომ ძილ-ბურანს მიმღვრევ,

იქნებ,სიზმარში მოსვლაც ინებო.

ჩემს სასთუმალს რომ ეწვიო ნათელს,

მოსიყვარულე კამკამა მზერით,

დაე, ზღაპარი ცხადშიაც ახდეს,

მე შენი ლედა, შენ ჩემი ზევსი.

მინდა შენს მკლავზე მეძინოს მუდამ,

შენი სუნთქვა და ფშვინვა მესმოდეს,

ჩვენს სიყვარულზე დაწერონ მითი,

ყურს რომ უტკბობდეს თვით ანგელოზებს.



უკვე მომენატრე (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

 უკვე მომენატრე, თავს რა ვუტეხო, არ ვიცი,

უკვე დამიარა ქუშად უშენობის სევდამ,

შენთან სიშორეს რომ ასე ძალიან განვიცდი,

მოფრინდებოდი და მუდამ დარჩებოდი ჩემთან..


Thursday, September 23, 2021

ზამთარი

 სულში რომ ზამთარი დგას, 

იმას ვენატრები, თუ შენ გენატრები ისევ,

ყინვის სარეცელზე ათოვს ლამაზ ფიფქებს. 

შენ კი გამალებით იჭერ,

რომ მე მომიტანო, მაჩუქო ზამთარი...

ერთად ავიხედოთ ცისკენ,

რომ არ აგვერიოს ოცნების გზა-კვალი...

ათოვს ნაძვებს და ფიჭვებს.



 ვერ ვხედავთ, როცა ანგელოზი დაგვნათის თავზე,

იმასაც ხშირად ბევრ წუხილს ვამთხვევთ,

გვაპატიეო, -  ღმერთს შევთხოვთ ასე

და მოლოდინი ჩვენს სულებს ავსებს.


Wednesday, September 22, 2021

არ გეგონოს (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

არ გეგონოს რომ დაგავიწყდე და სადღაც გავქრე,
შენთან ვიქნები დღეცა და ღამეც,
ბურუსში, მთაზე ქალივით რომ შემოგეხვევა
და მზეშიც, ნათლის სხივებს რომ აფრქვევს.

სიგიჟემდე შემიყვარდი (სატრფიალო)

 სიგიჟემდე შემიყვარდი და არ ვნანობ,

ყველა ჩემი ნეირონი გადარიე,

დამიარე, ძარღვებსა და გულის კიდედ

ნაჭდევები იარებად დაამჩნიე,

მაგრამ ისე რაღა არის სიყვარული,

თუ არ მოკვდი, მერე ისევ არ გაცოცხლდი,

სიგიჟემდე შემიყვარდი და არ ვნანობ, -

სიყვარულის ლაღ ღმერთებთან ვთამაშობდი..



ერთსტროფიანი, მინიმა

ხარ ჩემი სევდის უსასრულო

მრავალწერტილი

და ტყუილად ვლამობ

ქარტეხილში

შენთან შემოჭრას.


ისე გათენდა... (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 

მე მთელი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, რატომ,

ველოდებოდი შენგან რაღაც ჯადოსნურ სიტყვას

ისე გათენდა, მერე ისევ ისე დაღამდა,

მხოლოდ მირაჟი ტორტმანებდა ფანჯრების მიღმა..

რომ არ გიყვარვარ (სატრფიალო)

 რომ არ გიყვარვარ, უკვე მივხვდი, არახალია,

მე უშენობის ლაბირინთში კვლავ ჩავინთქმები,

თუ არ გიყვარვარ, ალბათ, ეგეც ჩემი ბრალია,

ეტყობა, სადღაც ამერია ლექსის რითმები.

ვერა თქვი, მგონი, რაღაც სწორედ, რაც უნდა მეთქვა,

ან ვთქვი ზედმეტი, ენასაც ხომ ძვალი არა აქვს,

მე უშენობის ლაბირინთში კვლავ ვიძირები

და არც ვაპირებ მე იქიდან უკვე გამოსვლას.

 


Tuesday, September 21, 2021

შემოდგომას მოუხდება ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შემოდგომას მოუხდება.

1. ნოემბერი დაგვიბრძანდა
ტახტზე შემოდგომისა,
დაუფინეს ხალიჩები,
წითელ~ყვითელ ფერებით...
მე გულს არა არ მიხარებს,
გარდა შენი ნდომისა,
მოვალ, გნახავ და აგავსებ~
კოცნით და მოფერებით.
2. გადახსნილი ბროწეული მაგ
შენს ბაგეს მაგონებს,
თვალს მიხარებს შენი ტანი,~
ალვა მიმორხეული...
ყველაფერი მიყვარს ქვეყნად ,
არაფერი მაღონებს,~
როცა ნდომით მეხუტება
შენი თბილი სხეული.
3. მაშ, ორივეს მარტოობას
დავაყენოთ სასრული,
შევაერთოთ სიხარული,
სიყვარული ორ~წილი,
ზეცას შესძრავს თოფის სროლა,
სიმღერები მაყრული,
შემოდგომას მოუხდება,
ჩვენი ტკბილი ქორწილი.
4. P.S. ნოემბერი დაგვიბრძანდა
ტახტზე შემოდგომისა,
დაუფინეს ხალიჩები,
წითელ~ყვითელ ფერებით...
ერს გვაქვს ნიჭი, ერთმანეთის
მხარში ამოდგომისა,
დე, იხაროს საქართველომ,~
წყვილთა ბედნიერებით!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი.
1.11.2019 წელი.

დამისიზმრე, ავტ. ელგუჯა, ციგროშვილი

 დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე !

1.მე შენ გულში ჩაგისახლე
მფარველ ღმერთად...
და ეს ვიცი,დიდი სითამამეა;
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, რომ სიზმარშიც
ვიყოთ ერთად,
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, ~ დღეს ბედობის ღამეა! 💖💝
2.ჩემს ფიქრებში იწყები და
არ მთავრდები,
ისევ შენი იმედი მაქვს შენდობის...
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, არ ინანებ,
ნუ ბრაზდები,
ამაღამ ხომ ღამე არის ბედობის! 💝💖
3.შენს თვალებში მზეებს ვხედავ,
როცა გხვდები,
ვლაღდები და მოუდრეკი ქედი ვარ...
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე და რომ მნახავ,
დარწმუნდები,
მხოლოდ შენთვის ხორცშესხმული ბედი ვარ! 💖💝
4.დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, ან რა გთხოვე
აუხდენი,
სიზმარია,განა დიდი რამეა?
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე ... დაე,
მოხდეს მოსახდენი,
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე,~ დღეს ბედობის ღამეა! 💝💖
5.ნახავ, პრინცი მოგიტაცებ
თეთრი რაშით,
შენი თავი,ჩემთვის უფლის ძღვენია...
და შეგვხვდება ანგელოზთა
დასი ტაშით, ~
ჩვენს სიზმრებში ყველა როლი ჩვენია! 💖💝
P.S. დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე ... დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე ! 💞💞
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 02.01.2018 წელი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ელგუჯა ციგროშვილი და 14 სხვა
3 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება

შობა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

  შობა!

1.განა არ სტკივა დედას,როცა
სიცოცხლეს აჩენს?
მაინც ღიმილი უცისკროვნებს
ღვთაებრივ სახეს...
ჩვილის ბედ-იღბალს შეავედრებს
სამყაროს გამჩენს,
რომ აარიდოს ყველა ხიფათს,
საცდურს და მახეს.
2.ის ამ წუთიდან ყოვლისშემძლე
ნატვრისთვალია,
მადლი უფლისა ბედობისას
რომ დაებედა...
როდესაც ჩნდება,ის უბრალოდ
მხოლოდ ქალია,
თვითონ რომ აჩენს,--
ღვთაებრივი დედაა,დედა! ❤ ❤
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.15.05.2016 წელი.

კორიდა (სატრფიალო)

 დღეს კორიდაზე გპატიჟობ,

მიყვარს ხარი და ტორერო,
ოვაციების ქუხილში
მე მხოლოდ შენზე ვოცნებობ.
ქალი კი არა, ცეცხლი ვარ,
ალმოდებული ენებით,
და შენაც ხმელი ფიჭვივით
სიტყვისუთქმელად მნებდები..




დე! (სატრფიალო)

 სულში როდესაც მიდგას დარდები,

და იმედის შუქს თანდათან მიქრობს,

მაშინ შენ ერთი მომელანდები,

ჩემი ცხოვრების  ლამაზო ფიქრო.

წუთისოფელი შუქ-ჩრდილი არის,

ხან ვდგავართ ბნელში, ხან მზე გვანათებს...

თუ შენ გერგუნა წყვდიადი ღამის,

დე, დღის სინათლეს მეც ნუ მანახებს..


1 . ,, სულში როდესაც მიდგას დარდები და იმედის შუქს თანდათან მიქრობს , მაშინ შენ ერთი მომელანდები , ჩემი ცხოვრების ლამაზო ფიქრო . 2 . წუთისოფელიც შუქ~ჩრდილი არის , ხან ვდგავართ ბნელში , ხან მზე გვანათებს ... თუ შენ გერგუნა გვირგვინი მთვარის , დე , დღის სინათლეს მეც ნუ მანახებს ! "

შენ იცი ჩემი ფასიო! (სატრფიალო)

 მითახრი, - ისე დაგკოცნი, 

არ დაგიტოვებ ადგილსა, -

ვაჟო, ასე თუ გიყვარდი,

რაღად წახვედი სხვა გზისად

რად არა მნახე, იმ დროში,

როცა ყვაოდნენ ვარდები,

ახლა ძნელადღა ვიცნობი,

დარდს ემატება დარდები,

მე მაინც ვვარდობ, ვკოხტაობ,

არ მომხვდეს თვალი ნავსიო,

თავს მხოლოდ შენთვის ვინახავ,

შენ იცი ჩემი ფასიო.





რაფსოდია (სატრფიალო)

როგორ მომენატრა შენთან ყოფნა, -

ყრმობის ლურჯფრთიანი ჩანაფიქრი,

მინდორს ალაგ-ალაგ მწვანე მოსავს,

გულში ყინულს ვამტვრევ ძალაყინით..

თმებში ჩავიწნავდი ვარდ-გვირილებს,

სულში იმღერებდა რაფსოდია,

ისე გულით მინდა არ ავტირდე...

თურმე,  მიჯნურობას რა სცოდნია.


Monday, September 20, 2021

შენც დანებდი (სატრფიალო)

მე იმ საღამოს ისე ვბრწინავდი, შენ რომ გხედავდი, -

სახეზე ნაზად გეღვრებოდა მთოვარეს შუქი,

ანდამატივით მიზიდავდა შენი ღიმილი,

შენი მკლავები, შენი მხრები, თმები სალუქი,

თითქოს  მე ვიყავ ნაზი ინანა, შენ ზეცის ხარი,

მოუხელთებელს მკერდში გედო ცისხელა გული,

წინ გაგიშალე ჩემი ველის ხოდაბუნები,

და შენც დანებდი, - თავად დათმე უკვდავი სული.


შენგან ველი (სატრფიალო)

 მე შენგან ველი მესიჯებს 

დილით, შუადღეს, საღამოს, 

ლამის დამაწყდეს თვალები, 

მინდა შენც რამე გაამო.

ჩემი ნაწერის წაკითხვას,

ვხედავ, რომ არ ეშურები,

ახლა რაც გინდა იკითხე,

აღარ მადარდებს სრულებით




როცა გავიგე, რომ მიღალატეს,

მე მაშინ გავტყდი, სულ შევიცვალე,

სახეზე თითქოს მოეშვა კანი, 

ამქვეყნად დავრჩი სულ მარტო, ცალი.

შეიკუმშა და კვლავ გაიშალა,

ისე დაწყლულდა ძველი იარა,


მომეცი ხელი (სატრფიალო)

მომეცი ხელი, რომ ძალა ვიგრძნო,

რომ ამიჩქარდეს პულსი,

თორემ მიმჭკნარი იები ველზე

არ ფეთქენ გაზაფხულით,

მომეცი ხელი, ჩემო ძვირფასო,

გადავეთოვლოთ თელებს,

შენ სიყვარულზე ნაზად მიმღერე,

მე ცვრით დავიბან ხელებს,

რომ გახდეს ისე ნაზი და თეთრი,

როგორც  ახალი მთვარე,

მერე შეგახებ ჩემს ლამაზ თითებს,

შენც მისახსოვრე რამე...

 


Sunday, September 19, 2021

"მიყვარხარ"

შენში გავთენდი, შენ - ჩემში,
ნათელი დასდით ლალებსა,
ვაჟო, ე მაგ ლურჯ თვალებზე
მზემ გკოცნა, მოგიალერსა,
ნიავი დამდევს ფირალი,
"მიყვარხარ", ამოდ მეძახის,
შენ მზე და მე კი ნიავი,
მოტაცებას თუ გვიქადის.

იმ ღამეს, მოწვევა პაემანზე (სატრფიალო)

იმ ღამეს როცა მოგიწვიე ვენახის ბოლოს,
დიდხანს გელოდი და რატომღაც დაიგვიანე
და ამ ლოდინში გადავკრიფე ღერები ღოლოს,
მოირბინე და ეს ტუჩები ამიბრიალე.
მძიფე ყურძენი გვეძახოდა, ჩავიტკბეთ პირი,
ტკბილი ტუჩები შევაწებეთ მერე ერთმანეთს,
ხელი შემახე და თავიც კი დავკარგე ფიქრის,
ვნების მტევნები ჩამოვწურეთ ტრფობის სცენაზე.

არასდროს გითქვამს "მიყვარხარო"

 არასდოს გითქვამს ცხადლივ "მიყვარხარ",

მხოლოდ სიზმრებში მანებივრებდი,

ხან ბაგეებში ჩამაწურავდი,
ხან ყურში ტკბილად მიჩურჩულებდი,
რომ სიყვარული არისო ღმერთი,
შენ ხარო ჩემთვის ის ერთადერთი,
მაგრამ როდესაც დგებოდა დილა,
ემსგავსებოდა ყოველი მირაჟს.