Thursday, September 16, 2021

ვიცი, შრომისგან რომ ხარ დაღლილი (სატრფიალო)

 ვიცი, შრომისგან რომ ხარ დაღლილი,

ვიცი, დაგსიცხა მზემ და ზაფხულმა,

სულში კი ყინვის დაგდის მარხილი,

მისმა სიცივემ ალბათ დაგსუსხა,

მაგრამ სიზმარში მოვალ, გაგათბობ,

გულს დაგიამიამებ ხანგრძლივი კოცნით,

სულ დაგავიწყებ ყინვას,  იანვარს,

სული გაგითბეს და მერე ხორცი.



No comments:

Post a Comment