სიზმარი.
1.არ მემძიმები,ხარ ტვირთი მჩატე,
არც მაჩნევიხარ გულზე იარად...
მაშ ნეტავ რაღად ამეკვიატე,
გამიხდი სიზმრის თანაზიარად.
2.ხან პირველყოფილს მოჰგავდი ევას,
შიშველი ანცის კისკის~ტკრციალით,
შმაგად ვიღებდი შენს გამოწვევას,~
შარბათად მოწვდილს ბაგის ფიალით.
3.შენს გულისცემას მასინჯებ ყურით,
თან მკერდზე მორცხვად იფარებ ხელებს;
დეე,წამკითხველი აივსოს შურით,
მე ის სიზმარი დღესაც მახელებს.
4.ხსოვნა ხომ მრავალ სიზმარს ინახავს,
სხვასთან რომ არსად მოგვიყოლია,
რამდენი ვინმე გვინახავს სიზმრად,
მთელი ცხოვრება რომ გაგვყოლია!
ელგუჯა ციგროშვილი.
03.07.2018 წელი.ქ.თელავი.
No comments:
Post a Comment