მე შენ არ გიცნობ, მაგრამ მაინც მიყვარხარ ძლიერ,
ნეტავი რაზე მიმიზიდა შენმა სამყარომ,
შიგნით რომ ვხედავ ამოუცნობ ვნებების ბინდებს,
გინდა ვარდების ქარიშხალად ტანზე მაყარო....
იქნებ არც მე ვარ ისე კარგი, შენ რომ გგონია,
მარტოდენ ჩემი სულის ნატიფ ფერადებს ხედავ...
შენ უცნობი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ ძლიერ...
და არ მღალატობს მე მგონია ალღო და ხედვა.
No comments:
Post a Comment