რა სევდა მიპყრობს, როცა ვერ გხედავ,
ძარღვებში ჟრჟოლად, სიცივედ მივლის,
სასჯელი თუა ეს სიყვარულის, -
მზის არამოსვლის, ჩაქრობის შიში?!
_____________________________
სულმოუთქმელად გელოდები
სიზმარში, ფიქრში,
იქ რომ არ მოხვალ, არა მაქვს შიში.
___________________________
რკალებად წვება ენგური გაღმა,
ჩვენთან კი კარგავს საომარ ძალას.
------------------------------
ჰე, გამარჯვებავ, იქნებ,
ერთხელ გათენდე ჩვენში!
-----------------------------
ვიღაცას უნდა სიყვარული, ზოგსაც - ნუგეში,
ღმერთო, ჩაგვისვი ყველა უბეში!
No comments:
Post a Comment