შენს მოლოდინში ჩამოვჯექ თეთრ ლოდზე წყლისა პირსაო,
ფეხებზე მომეალერსა ცელქი ნაკადი მთისაო,
გადამძრომოდა თავშალი, ფერი დაჰკრავდა ცისაო,
ქარმა წაიღო ისროლა ტყეების განაპირსაო.
წამომიღე და დამხურე, დალალ მომზიდე თმისაო,
თვალები გადმიკოცნე, წარბები ორბის ფრთისაო,
ხელ კისერ ჩამომიცურე, შეახე ბროლის მჭიდსაო,
ვეღარ გაძეხი კოცნითა, რა უჩემობა გჭირსაო.
No comments:
Post a Comment