Tuesday, September 21, 2021

შემოდგომას მოუხდება ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შემოდგომას მოუხდება.

1. ნოემბერი დაგვიბრძანდა
ტახტზე შემოდგომისა,
დაუფინეს ხალიჩები,
წითელ~ყვითელ ფერებით...
მე გულს არა არ მიხარებს,
გარდა შენი ნდომისა,
მოვალ, გნახავ და აგავსებ~
კოცნით და მოფერებით.
2. გადახსნილი ბროწეული მაგ
შენს ბაგეს მაგონებს,
თვალს მიხარებს შენი ტანი,~
ალვა მიმორხეული...
ყველაფერი მიყვარს ქვეყნად ,
არაფერი მაღონებს,~
როცა ნდომით მეხუტება
შენი თბილი სხეული.
3. მაშ, ორივეს მარტოობას
დავაყენოთ სასრული,
შევაერთოთ სიხარული,
სიყვარული ორ~წილი,
ზეცას შესძრავს თოფის სროლა,
სიმღერები მაყრული,
შემოდგომას მოუხდება,
ჩვენი ტკბილი ქორწილი.
4. P.S. ნოემბერი დაგვიბრძანდა
ტახტზე შემოდგომისა,
დაუფინეს ხალიჩები,
წითელ~ყვითელ ფერებით...
ერს გვაქვს ნიჭი, ერთმანეთის
მხარში ამოდგომისა,
დე, იხაროს საქართველომ,~
წყვილთა ბედნიერებით!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი.
1.11.2019 წელი.

No comments:

Post a Comment