მომაკლდი თვალში!
1.დრო არ ჩერდება...
ღამეს სცვლის დილა,
ფიქრებიც ფიქრებს
მისდევენ კვალში;
,, დილა~მშვიდობის"
რომ არ მისურვე~
მომაკლდი თვალში!
2.სულაც არა ვარ
ცხოვრების ხამი,
სურვილებს ვპირავ
ოცნების ალში...
რომ არ გამოჩნდი,
გაჩერდა წამი,~
მომაკლდი თვალში!
3.და ვმარჩიელობ:
,,არ მოვა?!~მოვა?!"
სულ~ხორც შესხმული
ადამის ძვალში...
ჯანღივით მაწევს
დარდების გროვა,~
მაკლიხარ თვალში!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 14.09.2019 წელი.
No comments:
Post a Comment