დავაწყვე შენთვის ხონჩაზე ვაშლი, მსხალი და ატამი,
სურებში გავანაწილე ღვინო და ტკბილი შარბათი,
სასმისიც დავდგი ორისთვის, მე - ევა, შენ კი - ადამი,
ჩვენი შეხვედრის დღედ დავთქვით სექტემბრის ბოლო შაბათი.
შემოდგომაა, ოქროსფრად ბრწყინავს მზეცა და მიდამოც,
ფანჯრიდან შენ შემოგყურებ, ქარს ვუჩურჩულებ: "მიყვარსო",
ისიც გაგიფენს ხალიჩას, ისწრაფე, არ დაიხანო,
ჩემამდე თუ არ მოხვედი, მოვკვდები, შენს თავს ვფიცავო.
No comments:
Post a Comment