თუ კი არ შესვი ტკბობის მათარა,
როგორ გაიგებ გემოს სამსალის,
მე უშენობამ ისე მაწვალა,
მივხვდი, უშენოდ წამიც არა ღირს.
______________________
ქურდივით მოდის სიბერე ურცხვი,
თმებში ჩაგვაყრის ვერცხლისფერ სხივებს,
როგორც გამომშრალ მიწას დაგვღარავს,
და თვალში ცეცხლსაც ნელ მიაძინებს.
------------------------------------
და თუ ოდესმე აგვიხდა რამე,
რაც რომ ბავშვობის სიზმრებში ვნახეთ,
მაშინ შევისხათ მსწრაფლ უნდა ფრთები,
არ გაქრეს, სანამ ჩვენ გავფრინდებით.
მაია დიაკონიძე
15.09.2021წ
No comments:
Post a Comment