როგორ
მომენატრა შენთან ყოფნა, -
ყრმობის
ლურჯფრთიანი ჩანაფიქრი,
მინდორს
ალაგ-ალაგ მწვანე მოსავს,
გულში
ყინულს ვამტვრევ ძალაყინით..
თმებში
ჩავიწნავდი ვარდ-გვირილებს,
სულში
იმღერებდა რაფსოდია,
ისე
გულით მინდა არ ავტირდე...
თურმე, მიჯნურობას რა სცოდნია.
No comments:
Post a Comment