მკერდზე შენი მეწვეთება ცრემლები,
თუ ჩანჩქერის უსაშველო ჩქერია,
მესევიან შენი ფიქრის პეპლები,
ამ ღამესაც ძილი არ მიწერია.
მოდიხარ და სულ სიზმრებში ტრიალებ,
თითქოს ჩემთან განშორებას დარდობდე,
თუ გიყვარვარ, არღანით და ფიალით
აივანზე, როგორც მთვარე ამოდი!
მაია დიაკონიძე
17.09.2021წ
No comments:
Post a Comment