ჩემო
სუნთქვავ, ჩემო სულდგმავ, ჩემო მზეო, ჩემო, ჩემო,
როგორ
გითხრა, რომ მიყვარხარ, ასე როგორ დაგიჩემო,
ლურჯ
ზეცაშიც შენ ანთიხარ ვარსკვლავებად, მზედ და მთვარედ,
ნეტავ,
რა ისარი მეცა, ასე როგორ შეგიყვარე.
ღამით
მთვარეს შევცქერივარ, შენთან სხივი გამოგზავნოს,
ღმერთმა
ჩემი ალუბლები და ვარდები არ დააზროს,
რომ
შენთვისაც ცაზე ვენთო ცისარტყელის ათას ფერად,
ზღვაზე
როცა გაიხედავ, ჩემი თვალით შემოგხედავს.
No comments:
Post a Comment