მშვენიერი ხარ, ქალშავო
გულს ჩამივარდი დარდადა მუდამ მსურს ფიქრი ავშალო. შენსკენ ვიარო მარდადა სულ დაგკოცნიდი მალულად მზევ ,მათბობელო მუდამა უგულო რად ხარ ქალშავო არ გესმის ჩემი მუდარა.როცა ჩამოთოვს მთებზე
თოვლის ფანტელებს თეთრად
და ბარის სავალ გზებზე
გავყვებით ორნი ერთად
მერე შენ ნახავ მერე
თვალს წამონთებულს მზერით
მე ვფიქრობ დამიჯერებ
რომ მოვიხიბლე შენით
მე შენი ტრფობით ვიწვები
ვერ მიგახვედრე ვერა
ფეხქვეშ მეცლება მიწები
ტრფობის ქარ -ცეცხლის მჯერა
No comments:
Post a Comment