Friday, September 24, 2021

მსურს! ავტ.ელგუჯა ციგროშვილი

 მსურს!

1.გადაიხარა საღამოსკენ
მზე შუადღისა,
თუმც არ მაშინებს,
ხვალის იმედს ვიფარებ ფარად,
იქნებ ყველა ვერ მოვიყაროთ
ადამის ხნისა,
ისინიც გვახსოვს,~
„ჭაბუკები რომ დარჩნენ მარად!“
2.თავს შევუძახებ:„მიდი,
ბრძოლას მუდამ აქვს ფასი“...
ბოროტების წილ, მაინც უნდა
სიკეთე ნერგო,
მერე რა,თუკი პირამდეა
მოთმენის თასი,
ყველა მას ვიღებთ,
ბედ~იღბლისგან ვისაც რა გვერგო.
3.მამულის ტრფობით ვიყავი და
კვლავ ვარ სნეული,
ძმად ვერ მივიღებ,
ვინც ეს ტრფობა „მიაშაბათა,“
მსურს, რომ საწუთროს კართან
მივდგე თავაწეული,
„პიროფლიანი რომ მიუვალ
მამა~პაპათა!“
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.01.08.2017 წელი.

No comments:

Post a Comment