Tuesday, September 28, 2021

სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ (სატრფიალო)

მე ამ ღამით რძეში ვიბანავე,

ცამ მელანი ჩამიღვარა თვალში,

მთვარემ სხივი დამაფინა თმაზე,

სითამამე მომემატა ხმაში.

დავემგვანე ოქროსთმიან დალის,

ნადირობის ულამაზეს ქალღმერთს,

შემოგხვდები ამ ტყეების ბოლოს,

თვალთა ისარს გყყორცნი, არ დაგარჩენ.

ამიტაცებ და ამაფრენ ცაში,

სიყვარულის სასმისს ერთად დავცლით,

სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ,

თორემ ჟამი ფერუმარილს მაცლის.





No comments:

Post a Comment