ჯიუტად მჯერა...
1.შენი თვალები, ჩემს დანახვაზე
ცისკარივით რომ გაიბრწყინებდა,
თითქოს მიმქრალან ოცნების ცაზე,
დროის ქარტეხილს უხმოდ მინებდა.
2.ოდესმე ალბათ სუყველა ცდება,
უხმოდ ივსება მოთმენის თასი,
ამაღლებული გრძნობებიც ცვდება,
ერთ დროს რომ თითქოს არც ჰქონდა ფასი.
3.დაკოჭლებულა ოცნების რაში,
ჩამოინისლა კაშკაშა მზერა...
მე თვალი მაინც გამირბის ცაში,
ხვალინდელი დღის ჯიუტად მჯერა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.24.06.2016 წელი.
No comments:
Post a Comment