მე ვერ ვატყუებ !
1. მე ვერ ვისწავლე
ყველაფერზე წერა ლექსების,
თუმც სხვაზე ნაკლებ არ
შევიგრძნობ ნუშ~ატმის თოვას...
მ ი ნ დ ი ა ს ა ვ ი თ ჩუმი კვნესა
მესმის ფ ე ს ვ ე ბ ი ს,
ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ი ს ა ს ხეები
რომ იწყებენ გ ლ ო ვ ა ს.
2. ისაც მინახავს, თოვლი საბნად
რომ ხურავს მთა ~ ველს,
ბებერი ქარი, ჭიუხებში
ავობს და გმინავს...
მკაცრი ზ ა მ თ ა რ ი აკონტროლებს
თვითეულ მტკაველს,
ჯადოსნურ ფუნჯით ვერცხლისფერად
რომ ხატავს მინას.
3. ყინვა არტახებს მოუფონებს
მთაში მდინარეს,
მონატრებული, ბარისაკენ
ზათქით წამოვა,
საღათას ძ ი ლ ი დაეხსნება
ტყეებს მძინარეს,
ი ა ~ ე ნ ძ ე ლ ა, პირმზითებში
ლაშქრად გამოვა.
4. როცა მ ზ ი ს ხ ვ ა ტ ი თ
გათანგული მინდორ ~ ველები,
დასიცხულ თვალით
მ თ ე ბ ი ს ა კ ე ნ იხედებიან...
შავი ღრუბლები, როგორც
ერთ დროს ა რ ა გ ვ ე ლ ე ბ ი, ~
მისაშველებლად მთიდან
ბარში დაეშვებიან.
5. შემიმჩნევია, ცისარტყელას
ფერები თვალში,
როდესაც გულში ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
დაიდებს ბინას,
ი მ ე დ ი ს თესლი ითესება
ხნულში და კვალში,
თითქოს სხეულიც ანგელოზის
ნათელით ბრწყინავს.
6. იცით ? ყოველ თვე როგორა
ვზრდი ნამგალა მ თ ვ ა რ ე ს ?
ვარსკვლავებს შევთხოვ,
მისთვის შუქის შემომატებას,
ძალიან ბევრჯერ, სიხარულის ცრემლებიც ვღვარე,
პირსავსეობას რომ ვუცქერდი
იმის ნათებას.
7. მე იმასაც ვგრძნობ, როგორ
ელის დ ი ლ ა ს სამყარო,
ვხედავ, მზის შუქი პირს რომ
იბანს კამკამა ნ ა მ შ ი ,
ვიცი, ვერ შევძლებ,
საკადრისი ს ი ტ ყ ვ ა ვაკმარო
მ შ ვ ე ნ ი ე რ ე ბ ა ს , ~ რომ
ეტევა პატარა წ ა მ შ ი !
8. აი, ამიტომ, ყველაფერზე
არ ძალმიძს წერა,
არ მიყვარს ა ზ რ ი შემპარავი,
ს ი ტ ყ ვ ე ბ ი ფლიდი...
მე ვერ ვატყუებ მ კ ი თ ხ ვ ე ლ ს , ~
ვისაც პ ო ე ტ ი ს სჯერა,
ის პ ო ე ტ ი ც მძულს, მკითხველზე
რომ კ ო ჭ ლ რ ი თ მ ა ს ჰყიდის!
9. ვერ დააბრუნებს დ ო ლ ა ბ ს წყალი,
თუკი ღ ა რ ს ასცდა,
მზარავს სიყალბე, უტკივილოდ
როცა კვნესიან,
ც ო დ ვ ი ს და მ ა დ ლ ი ს ~
საკმარისი არა აქვთ განცდა,
მაინც გვმოძღვრავენ და...
ჰგონიათ თავი მ ე ს ი ა !
10. სულ ყველაფერზე ლექსს რომ
არ ვწერ, იქნება ვცდები?
მეც ხომ სხვასავით ვ ხ ა რ ო ბ,
მ ტ კ ი ვ ა , მ ე ს მ ი ს და ვ ხ ე დ ა ვ ,
ჩემს ,,ყულაბაში" არ მაქვს
ს ი ტ ყ ვ ა ყველას საქები,
სამაგიეროდ ს ი ნ დ ი ს ი მაქვს
და ვერა ვ ბ ე დ ა ვ !
P.S. სულ ყველაფერზე
ლექსს რომ არ ვწერ,
ჰფიქრობთ რომ ვცდები?
იქნებ ტყუილად შევუკვეცე
ოცნებებს ფრთები?!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი.
2~24 ოქტომბერი, 2014 წელი.
No comments:
Post a Comment