ციკლიდან :
,, ჩემი საათი ცოტა
წინ არის ."
1 . კვლავ ვზივარ ჩემი
ოცნების ცხენზე ,
მარად ანცი და
დაუდგრომელი ...
მეამაყება , რომ
ფიქრობს ჩემზე ,
სხვისთვის ყველასთვის
მ ი უ წ ვ დ ო მ ე ლ ი !
2 . როცა ერთ რიტმში
ძგერენ გულები ,
მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა დ თუკი
ვთვლით ამ წ ა მ ს ,
ვიდრე ამ ქვეყნად
შენ მეგულები , ~
წუთისოფელის სიმოკლის
არ მ წ ა მ ს !
3 . არ შეუკვეცო
ოცნებებს ფრთები ,
ს ი ო შენს ამბებს
ჩუმად მომიყვა ...
მე ბ ე წ ვ ი ს ხ ი დ ზ ე ც
ლაღად შევდგები , ~
თუკი ეს ხ ი დ ი
შენთან მომიყვანს !
ელგუჯა ციგროშვილი .
თბილისი . 30 . 10 . 2017 წელი .
No comments:
Post a Comment