Thursday, September 16, 2021

გწამდე! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 გწამდე!

1. მე, ~ მიყვარს შენი თბილი ღიმილი
და ამ ღიმილით ვთბები...
შენ,~ გიყვარს შენი ჩუმი ოცნება
და ნისლიანი მთები!
2. ნისლიანია შენი თვალებიც,
სევდა~კაეშანს მალავ...
სიყვარულს ვერც შენ დაემალები,
ჩემო თვალნისლა ქალავ!
3. ერთი ნატვრა მაქვს და არც კი ვიცი,
თუ გაგიბედავ ამდენს..
მინდა, რომ შენი თვალის სარკეში,
ჩემი ხატება ჩანდეს.
4. შენ არ იფიქრო, ვინმე სხვისა ვარ,
ოცნება ადის ცამდე...
ვინაც გგონივარ, სწორედ ისა ვარ,~
მინდა გწამდე და გწამდე!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.01.01.2015 წელი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ელგუჯა ციგროშვილი და 8 სხვა
2 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება

No comments:

Post a Comment