გათენდა და თბილ ოქროსფერ დილას
მხოლოდ შენი სუნთქვით ვეგებები,
ვესალმები ცაში არწივს მყივანს,
მზის სხივებზე, როგორც შაშვი ვთბები.
შენ მიყვარხარ, შენ მიყვარხარ მხოლოდ,
გულში მედგრად შემოსულო ტალღავ,
სულში დამაქვს საფირონი ზეცის,
თვალს მიამებს შურთხი, მწყერი, ღალღა.
ჩემი მიწის ნაწილო და შვილო,
ამოგზრდია გულში დარდის ლოდი,
დაგიძახებ და ჩემს ძახილს მოჰყევ,
"საყვარელო, მოდი, მოდი, მოდი"....
No comments:
Post a Comment