დღეს ძალიან ლამაზი ხართ ქალბატონო,
დაგთამაშებთ ნაზ ტუჩებზე სიმორცხვე, მუზა თვრება, გეხვეწებით არ დამტოვოთ, თქვენი ვნების ვერ შეცნობილ მინდორზე. ვეღარ შეცვლის ამ ლექსების სურვილებს სულში წვიმად შემოსული ლოცვები, ახლა მხოლოდ გულის სუნთქვას მსურს მივყვე, და თეთრ ღამეს დავახატო ბოდვები. სიზმრის ფრთებით ლამაზ წამს თუ დამითმობთ, ჩემი გახდეთ, როგორ მინდა, იცოდეთ, დღეს ძალიან ლამაზი ხართ ქალბატონო, დაგთამაშებთ ნაზ ტუჩებზე სიმორცხვე...
No comments:
Post a Comment