Wednesday, September 15, 2021

ვით პენელოპე (სატრფიალო)

ვით პენელოპე, გმირ ოდისევსს, დაგელოდები,

არ აგერიოს, ჩემო კარგო, ჩემკენ გზა-კვალი,

ვიქნები შენი ესმერალდა, შენი ფერიდე,

შენი მიშელი, შენი ჟანა, შენი ნატალი.

ოღონდაც მოდი, ეს ცხოვრება გამიხალისე,

ჩემი იქნები მეხამრიდი, ჩემი საფარი,

და არ გავხდები მე არავის ტრფობის სამიზნე,

აღარ ვიქნები უშენობით მიუსაფარი.


No comments:

Post a Comment