ქალი კი არა თოვლი ვარ თეთრი,
თუ შემეხები, დაგაზრობ ყინვით,
ჩემი ფიქრები ზეციერს ერთვის
და უსასრულო სივრცეში ილტვის.
გარეთ ვერცხლისფრად ანათებს მთვარე
და იდუმალი სურვილით ფეთქავს,
ნუ შემეხები, მითხარი რამე,
ნუ ჩამომღვენთავ, ყინულის ცრემლად.
წლები გადიან...თმებს შეუცვალა ასაკმა ფერი,
სახე კი თეთრი და მშვენიერი , ტუჩებს უხდება ყაყაჩოსფერი...
თითქოს ყინვას დაეზროს ვარდი, ისე წლებს თქვენთვის დაუტყვია თავისი ხელი...
მაგრამ მშვენება სილამაზისა, ისევ და ისევ თვალისმომჭრელად ელვარებს, როგორც თეთრ თოვლზე-ნაგვიანევი წითელი ვარდი!
No comments:
Post a Comment