ჰე, საყვარელო, როგორ მაკლიხარ,
თითქოს
მალები ამომაცალეს,
არ
მეგონა, თუ ასე ტკივილად
უნდა
გათენდე, უნდა დაღამდე.
მე
სიყვარული მეგონა ზეცა,
ცაში
აჭრილი ლურჯი ფრინველი,
მაგრამ
ქუხილად, მეწყერად მეცა
და
გადატანა ვეღარ შევძელი,
მე
ახლა შენს წინ ფეხთან ვმარხივარ....
No comments:
Post a Comment