დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე !
1.მე შენ გულში ჩაგისახლე
მფარველ ღმერთად...
და ეს ვიცი,დიდი სითამამეა;
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, რომ სიზმარშიც
ვიყოთ ერთად,
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, ~ დღეს ბედობის ღამეა!
2.ჩემს ფიქრებში იწყები და
არ მთავრდები,
ისევ შენი იმედი მაქვს შენდობის...
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, არ ინანებ,
ნუ ბრაზდები,
ამაღამ ხომ ღამე არის ბედობის!
3.შენს თვალებში მზეებს ვხედავ,
როცა გხვდები,
ვლაღდები და მოუდრეკი ქედი ვარ...
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე და რომ მნახავ,
დარწმუნდები,
მხოლოდ შენთვის ხორცშესხმული ბედი ვარ!
4.დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე, ან რა გთხოვე
აუხდენი,
სიზმარია,განა დიდი რამეა?
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე ... დაე,
მოხდეს მოსახდენი,
დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე,~ დღეს ბედობის ღამეა!
5.ნახავ, პრინცი მოგიტაცებ
თეთრი რაშით,
შენი თავი,ჩემთვის უფლის ძღვენია...
და შეგვხვდება ანგელოზთა
დასი ტაშით, ~
ჩვენს სიზმრებში ყველა როლი ჩვენია!
P.S. დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე ... დ ა მ ი ს ი ზ მ რ ე !
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 02.01.2018 წელი.
15ელგუჯა ციგროშვილი და 14 სხვა
3 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება
No comments:
Post a Comment