Thursday, September 16, 2021

ნუღარ იჩქარი (სატრფიალო)

ამ ღამით შენთან როცა სიზმრად ფრენით მოვედი,
შენ იქ არ დამხვდი, ალბათ მოგწონს ჩემი წამება,
იქნებ სხვა ვინმემ მიგიწვია ფერად სიზმარში,
იქნებ სხვა გიყვარს, ვინმე ურჩი, ვინმე თავნება.
მე კი მიყვარხარ და მონა ვარ შენი ერთგული,
შენს სიყვარულში გავილიე, როგოც ცისკარი,
როცა შენს გულში გაიზრდება თეთრი სუმბული,
აღარ ვიქნები და ამიტომ ნუღარ იჩქარი.


No comments:

Post a Comment