მე
იმ საღამოს ისე ვბრწინავდი, შენ რომ გხედავდი, -
სახეზე
ნაზად გეღვრებოდა მთოვარეს შუქი,
ანდამატივით
მიზიდავდა შენი ღიმილი,
შენი
მკლავები, შენი მხრები, თმები სალუქი,
თითქოს მე ვიყავ ნაზი ინანა, შენ ზეცის ხარი,
მოუხელთებელს
მკერდში გედო ცისხელა გული,
წინ
გაგიშალე ჩემი ველის ხოდაბუნები,
და
შენც დანებდი, - თავად დათმე უკვდავი სული.
No comments:
Post a Comment