მე დაგიძახებ და შენ მოხვალ, ერთხელაც, ვიცი,
გადმოჭრი ღრუბლებს, გაიკვალავ გზას ვარსკვლავეთში,
დააკაკუნებ ჩემს კარებზე დაღლილი ფიქრით
და დაგიამებ ძველ იარებს ვნების ქარცეცხლში.
ვიქნებით ერთად, ისე ახლოს ზეციერ ღმერთთან,
უნატიფესი ოცნებების სვიან მხარეში,
და გავუსწორებთ ჩვენ სამყაროს ბედნიერ მზერას,
ავირეკლებით ერთმანეთის მზიან თვალებში.
_____________________
ვიქნებით ერთად, დამიკოცნი ტუჩებს და თვალებს,
როგორც უდაბნოგამოვლილი ეწვევი ჩემს მკერდს,
ვით მაესტროს უნაზეს თითებს ავყვები რითმებს
და საყვარლები შევიქმნებით ჩვენ ერთმანეთის.
No comments:
Post a Comment