Friday, September 17, 2021

როცა შენ მოხვალ (სატრფიალო)

როცა შენ მოხვალ, ჩაიმუხლებ და ხელებს მომხვევ,

წვივებზე ნაზად დამიცურებ შენს ლამაზ თითებს,

მკერდს დამიკოცნი, თვალებს, ტუჩებს, მომისევ ფიქრებს,

და გამახსენებ სიყვარულის ხელთუქმნელ მითებს.

ნიკაპს ამიწევ და თვალებში ჩამხედავ ლურჯში,

უსაზღვროებას და  სივრცეებს ეზიარები,

იქ დაინახავ შენს ანარეკლს, შენს სულს და სურვილს,

რომ უკვდავებაც იბადება ზოგჯერ ალერსში.




No comments:

Post a Comment