ტი აამო.
1.მითხარი:„მე მინდა ჯერ არსად ნათქვამი
სიტყვები",რომლებიც ჩემს გრძნობებს აქეზებს,
მინდა,რომ ფიფქივით სპეტაკად მოვფრინდე
და ასე დაგადნე ნაფერებ ბაგეზე.
2.მომიხმე და უმალ მე შენთან გავჩნდები,
დღე მზის სხივს მოვყვები,ღამე კი მთვარისას...
ხმამაღლა მითხარი მაგ გულში ნადები,
ნუ მოგერიდება მეჭორე ქარისა.
3.თავ~თავის წილს ვითხოვთ ამ ქვეყნად ყოველი
და ჩემთვის სათქმელი წამოგცდეს ეგება...
სიტყვები,რომელსაც მე შენგან მოველი,
კონკიას ქოშივით~მხოლოდ მე მერგება!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.31.01 2017 წელი.
No comments:
Post a Comment