ნუთუ ვერ ხვდები
ამ შემოდგომის ღრუბლიან ცაზე
როგორ შენიშნე ვარსკვლავთა კრთომა,
ვით დაინახე შენ ჩემი სახე,
გადაყვითლებულ ხეთა კორომთან.
თითქოს აღარ ჩანს შუქი თვალებში,
შენ მაინც ხედავ, ელვები კრთება,
ნუთუ ვერ ხვდები, შენ გემალები,
ცამ არ ინება, რომ ვიყოთ ერთად.
მაია დიაკონიძე
7.08.2025 წელი
No comments:
Post a Comment