სალაღობო-სახუმარო
ტუჩი ტუჩთან მოგიტანე
და მინდოდა შენი კოცნა,
ტუჩი რომ არ მომაგებე,
ამან ძლიერ გამაოცა,
შენ მითხარი, რა დროსია
ან კოცნა და ანდა ფლირტი,
როცა თმებში ჭაღარა გვაქვს,
თვალებში კი სახლობს ბინდი.
მაგრამ შენმა სილამაზემ
განა მომცა გასაქანი,
ამასა გთხოვ, მითავაზე
შენთან ერთი პაემანი.
მტკვარზე ერთ დიდ ნავში ჩავსხდეთ
და გვარწევდეს ტალღა ოდნავ,
დიდ სიყვარულს, ჩემო კარგო,
განა კი აქვს დრო და მოდა?!
No comments:
Post a Comment