Thursday, December 31, 2020

სიფხიზლე (ერთსტროფიანი)

მიერეკება ქარი ძველ ქუჩებს,

ფეხს ინაცვლებენ ძველი სახლებიც
და შეუცვლელი რჩება სიფხიზლე,
რომ არ დავკარგოთ ჩვენ ერთმანეთი,
რომ სიმარტოვემ აღარ დაგვჯაბნოს,
კვლავ შევეჯიბროთ ერთურთს ღონეში,
ქარი რომ ფოთლებს მირეკება,
სულის შებერვით მე გამოვუშვი.

Wednesday, December 30, 2020

ავტორი: თათია მთვარელიძე

 ამ დაბზარული ყოფნის ოთახში,

სადაც წარსულის ხსოვნა ისვენებს,
აწყვია თქვენი ბრჭყვიალა ძღვენი,
მკრთალი წარწერით: "გთხოვ, გამიხსენე".
გიხსენებ: იყო მაისის ოცი,
ვნებას იცავდა ბრაზის გიშერი,
შენ დამიტოვე მუდმივი კოცნა -
ძღვენი, რომელიც ვერ მოვიშორე
წლებზე შემჭკნარი ხსოვნის კანიდან,
ვერც მოვკალი და ვერც დავიხსენი
და მიდევს შენი კოცნა ოთახში -
მკრთალი წარწერით: "გთხოვ, გამიხსენე".
გიხსენებ: იყო დღე უფრო გრძელი,
ვიდრე ტკივილი და რომ დაღამდა,
შენ დამიტოვე დამშრალი ცრემლი,
ძღვენი, რომელიც ვერსად დავღვარე
და დაბზარული ყოფნის კედელზე
ვეღარც დავკიდე, ვერც ჩამოვხსენი
და დევს იმ ძღვენის ფიტული - ცრემლი
სველი წარწერით: "გთხოვ, გამიხსენე"
გიხსენებ: იყო უდროო დრო და
სიყვარულს ჩემი სისხლი სდიოდა,
შენმა სასტიკმა გამოცხადებამ
გამომიძახა საიქიოდან,
და საგანგებო მიბოძა ძღვენი -
ნაზი იარა ფერმკრთალ მაჯაზე,
რომელიც ისე სასტიკად შვენის
დროით მორყეულ ხსოვნის ანჯამებს,
რომ მის ხაზებში ჩაღვრილ ნახატებს
ბევრჯერ საკინძეც კი ჩავუხსენი.
წერს შენი ძღვენი ჩემს მკრთალ მაჯაზე
დამცინავ ტკივილს : "ნუ გამიხსენებ".
ამ დაბზარული ყოფნის ოთახში,
სადაც წარსულის ხსოვნა ისვენებს,
შემოვედი და ვეღარ მოვნახე
ძღვენი, რომელიც ვერ გავიხსენე.
თქვენ, ჩემო მკრთალო სიყვარულებო,
დროით რომ ზომავთ ხსოვნის ნაკვეთებს,
ნუ გიკვირთ, ჩემი უკარო ყოფნა
თქვენს მუზეუმად გადავაკეთე.
თათია მთვარელიძე

Tuesday, December 29, 2020

ზოგი იტყვის (ერთსტროფიანი)

 ზოგი იტყვის, რა ამღერებს,

რა ლექსს წერს და ან რას ხატავს,
სული პირში როგორ უდგას,
ასეთი ძმის დამკარგავსა,
მაგრამ ზეცა მაძლებინებს,
ანგელოზი მაძლევს ბანსა.

მერე რა, რომ გარეთ ცივა (ვუძღვნი ჩემს ძმას - დათოს)

მერე რა, რომ გარეთ ცივა,
ყიამყრალი ზამთარია,
ვინ ბუხართან ითბობს ხელებს,
ვის, შეშაც არ აბადია,
მაგრამ მაინც ათბობს გული,
შემოუსხამს ნაბადია,
სამშობლოსთვის ნაწამ- ნაგვემს,
რას დააკლებს ზამთარია. 

მე - პური, თქვენ - მაწონი (საბავშვო)

 არა მყოფნის სიცილად, 

გიგო პაპა რომ მაქებს,

ბებიკონას ქუდები 

ინდაურებს მოვარგე,

გამიბრაზდა ბებია,

არ უხდება ინდაურს,

უმჯობესი იქნება,

თოჯინებს რომ მოარგო,

თორემ გაგიჟებულან

ჩვენი ინდაურები,

ლექსოს გაკიდებიან

ეჰ, გაბრაზებულები,

ქუდიც ამოიგანგლა

ტალახსა და ტყლაპოში,

ნეტავ, თუღა უშველის,

შაპმპუნი და საპონი?

მე სიცილად არ მყოფნის,

მე გახლავართ ბატონი,

მეთანხმება გიგა პაპაც,

მე - პური, თქვენ - მაწონი.

,

 




Monday, December 28, 2020

ქრისტე იშვება მალე ბაგაში (სიმღერა დავწერე) მე თვითონ ავამღერე "დანარცხებული წვეთი ვარ ციდან"

დანარცხებული წვეთი ვარ ციდან

და ეს ხმელეთი ძალიან მტკივა,

მიყვარდა მზე და თეთრი ღრუბლები,

ცა მატარებდა თავის უბეთი.

მანანავებდა ქარი აკვანში,

ნისლის მეფინა თეთრი მარმაში,

დღეს სევდიანი სამყაროს ტყვე ვარ,

არ ვყვარებივარ არავის ქვეყნად.

მისამღერი: 

ჰე, სიხარულო, მომხვიე ხელი,

ავათამაშოთ მინდორი, ველი,

წყლის წვეთი მივცეთ მომკალს ყანაში,

ქრისტე იშვება მალე ბაგაში,

ყველა ტკივილი ქრება მის ხმაში.



Sunday, December 27, 2020

ლექსი სოფიკოზე (საბავშვო)

პაწაწინა სოფიკუნას 
კბილი დასძვრა ორი წინა,
ელოდება ახალ წელს,
თხოვნას ვერვინ დაასწრებს,
შეუკვეთავს თოვლის პაპას
კბილებს, რომ აქვს ყურცანცარას,
მაგრამ ახლა არ ესწრება, 
კბილებსაც ხომ გაზრდა უნდა,
გაისისთვის მზად იქნება
ჩურჩხელების სახრამუნოდ. 




ჭია- მაია არ გაფრინდე, ავტ. ლია გაბუჩია

 ჭია-მაია, არ გაფრინდე,

არ გაფრინდე იქნება,

ფანჯარასთან მოფრინდები,

ირგვლივ სითბო იღვრება,

დაკეტილი გულის კარი

წამშივე გაიღება.

ფაქიზად სულს შეგიბერავ

ჩემო თვალის სინათლევ,

ზურმუხტისფერ მინდორ- ველზე

მზის თეთრ სხივად ინათე.

ჭია- მაია არ გაფრინდე

შენი მნათი ფერებით,

გულის პერანგს მოგაფარებ,

ნაზად მოგეფერები.


ამ უნდობ წუთისოფელში

რაც არ უნდა იწვიმოს,

გულის პერანგს მოგაფარებ

სანდო ფერის ღიმილო.

Saturday, December 26, 2020

დათას ახირება (საბავშვო)

 გატოტოჩდა ერთხელ დათა,

- ბიჭი ვარო იმისთანა,

ბაღში ვერავინა მჯობნის,

გამიგოროთ უნდა კოჭი,

სწავლაშიაც ხომ მაგარი ვარ,

ვარჯიშშიაც არ მყავს ტოლი,

განაცხადა: - საახალწლოდ 

მომიყვანოთ უნდა ცოლი!

შეჰყურებენ გაკვირვებით

დედა, მამა, ბებო, პაპა,

ეს რა გვესმის, ეს რას ვხედავთ,

ცოლის შერთვა უნდა, განა?

კბილები არ მოუცვლია,

შეკვრაც ჯერ არ იცის თასმის,

ცოლად უნდა მოვუყვანოთ

თინიკაანთ თეთრი კვატი,

მდინარეზე ერთად წავლენ,

ცურვას მაინც ხომ ასწავლის?! 






Thursday, December 24, 2020

ჭია-ჭია, არ გაფრინდე (ლია გაბუჩიას ლექსი გადაკეთებული ჩემ მიერ)

ჭია-ჭია არ გაფრინდე,

მაია ხარ იქნება?!

ფანჯარასთან მოფრინდები,

ირგვლივ სითბო იღვრება,

დაკეტილი გულის კარი

წამში გამოიღება.

ფაქიზად სულს შეგიბერავ

ავიშლები ფიქრებად.

ჭია-ჭია, თუ გაფრინდი,

ჩემო თვალის სინათლევ,

ზურმუხტისფერ მინდორ- ველზე

მზის სხივებად ინათე

.და თუ მაინც არ დამტოვე,

თვალს მომტაცებ ფერებით,

გულის პერანგს მოგაფარებ,

ნაზად მოგეფერები.


ჭია- მაია არ გაფრინდე

ფანჯარასთან მოფრინდები,

ირგვივ სითბო იღვრება,

დაკეტილი გულის კარი

წამშივე გაიღება.

ფაქიზად სულს შეგიბერავ

ჩემო თვალის სინათლევ, ზურმუხტისფერ მინდორ- ველზე

მზის თეთრ სხივად ინათე.

ჭია- მაია არ გაფრინდე

შენი მნათი ფერებით,

გულის პერანგს მოგაფარებ,

ნაზად მოგეფერები.

ამ უნდობ წუთისოფელში

რაც არ უნდა იწვიმოს,

გულის პერანგს მოგაფარებ

სანდო ფერის ღიმილო.

Sunday, December 20, 2020

არავის ვუნდოდი, პასუხი ლელა პავლიაშვილის

 არავის ვუნდოდი, არავინ მინდოდა,

ამიტომ მციოდა, ძალიან მციოდა,

სამყარო ჩაერთო უცნაურ თამაშში,

მეფე ამ სამყაროს გამხდარა ბაყაყი

და აღარც მწყერის ხმა გაისმის ჭალაში,

და აღარც ყაყაჩო წითლდება ყანაში,

ყინულმა იმატა უსულო გულებში,

ცრემლიც არ მოწვეთავს დედების უბეში.


„ყინულმა იმატა უსულო გულებში“
სულიან გულებსაც დაეტყო ზამთარი,
ხანდახან მგონია, საშველი არ არის;
ზაფხული მინდა და არ მიყვარს ზამთარი,
მზე მინდა და ხალხი – ღიმილით გამთბარი..
24,12,2020, ავტ. ლელა პავლიაშვილი






Saturday, December 19, 2020

ნიკოლოზობას გილოცავთ!

 ნიკოლოზობას გილოცავთ,

იდგეს ამ ქვეყნად მშვიდობა, 

"კორონამ" გადაინაცვლოს

იქით, საითაც გვინდოდა,

სიყვარულს, სიბრძნეს გისურვებთ

თქვენს ჯალაბს, მცირეს, დიდობას,

მე კი "ფანების" სიმრავლეს,

ვხედავ შემქმნია მცირობა.


ბალახებში ფეხშიშველა საპოვნელას დავეძებ, ავტ. ლია გაბუჩია

 ბალახებში ფეხშიშველი საპოვნელას დავეძებ,

უფლის გზაზე დამაყენე, სხვას არაფერს არ ვეძებ.

სილამაზე თქვენ წამართვით წლებო , გულისხელაო,

სიყვარული ჯადოქარმა დაიმარტოხელაო.

სიცოცხლეს კი ვეღარ დავთმობ, ღმერთის ნაჩუქარია,

გინდაც სეტყვამ დამაყაროს, ამოვარდეს ქარია.

ბალახებში ფეხშიშველი საპოვნელას დავეძებ,

უფლის გზაზე დამაყენე, სხვას არაფერს არ ვეძებ.

მისამღერი:

ამ უნდობ წუთისოფელში

რაც არ უნდა იწვიმოს,

გულის გულში გადაგმალავ

სანდო ფერის ღიმილო.

პოეტი- ლია გაბუჩია

Friday, December 18, 2020

ლევანიკოს ახირება (საბავშვო, საახალწლო)

 საახალწლო სამზადისი გააჩაღა ბებიამ,

ქვაბში ხორცი მოხარშა და გადმოიღო ცეცხლიდან,

გოზინაყი შეამზადა, ხაჭაპურიც დააცხო,

ლევანიკომ განაცხადა: - აღარ შევჭამ ფაფასო,

თქვენ თუ გინდათ მიირთვათ ქაბაბი და ჩიჩია,

რადგან ჯერ პატარა ვარ, მე გიყუროთ პირშია?

დაამშვიდეს მშობლებმა, მამუკამ და თინიამ,

- ცოტას შენც გაგასინჯებთ, ნადუღს ოდნავ პიტნიანს,

ხაჭაპურიც მიირთვი, ქათმის თეთრი ჩიჩიაც,

ოღონდ ხელი არ ახლო ნაყონს, ცოტა ცივია,

ყელი თუ კი გეტკინა, ვერ გაკოცებთ გრიპიანს.



Thursday, December 17, 2020

წმინდაო ბარბარე! (ბავშვის თხოვნა)

 ყოვლადწმინდაო ბარბარე, შენზე დიდ იმედს ვამყარებ,

კარგად გვყავდეს და აცოცხლე ჩვენი ჭუკი და ბატები,

არ მოკვდნენ არა ჭირით და არანაირი ხვატებით,

არც ძროხას ეცეს ავი ზნე, მერე რძეს სადღა ვიშოვით, 

ბებო მოწველის, გამოაქვს უზარმაზარი ბიდონით.

ხბოც ძროხას კარგად უმყოფე, საწყალს რძე ხვდება ნარჩენი,

ძირს დაშხეფებულს ლოკავენ ჩვენი მეზობლის კატები,

თორემ ჩვენს ფისოს საჭმელი სულ ხვდება ნარჩევ-ნარჩევი,

მურიკას გადააფარე შენი სამოსლის კალთები,

ეზოს დარაჯი ისა გვყავს, მოფერებას გვყავს ნაჩვევი,

ლობიანები მივართვა მინდა მეზობელ ქალბატონს,

არავინა ჰყავს, ავადობს, გული ცოტ-ცოტა ღალატობს,

მე და ბებიკო შემოვრჩით ამ სოფლის, კარის იმედად,

სულ ვფიქრობ, ასე სასტიკად დროებამ რად გაგვიმეტა,

აქ აღარავინ არ ცხოვრობს, დაცარიელდა სახლები,

ზაფხულში ესტუმრებიან, გადანათდება ფანჯრები,

ჩვენც სიხარული გვეწვევა, გამოვერევი ბავშვებში,

წმინდაო, ააგიზგიზე კერია იმათ სახლებში,

დაბრუნდებოდნენ, მწყემსებად ერთად ვივლიდით ბავშვები.






ციდან დიდი სიყვარული მოდის (სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ)

 თოვლი მოდის, თოვლი მოდის, 

და ფიფქები მაცვივიან თავზე.

ის გრძნობები სადღა არის, 

ფიფქებთან კი ამას როდი ვამხელ.

მისამღერი:

თოვლი მოდის და ეს განა თოვლი,

ციდან დიდი სიყვარული მოდის,

თეთრზე თეთრი და მასავით წმინდა,

იმ გიჟური სიყვარულის გახსენება მინდა.

სახეს ვუშვერ, ხელებს ვუშვერ,

მადნებიან  ხელისგულზე ნაზად,

შევიგრძნობ და ვერ გადმოვცემ

იმ  ველური სიხარულის განცდას.

მისამღერი:

თოვლი მოდის და ეს განა თოვლი,

ციდან დიდი სიყვარული მოდის,

თეთრზე თეთრი და მასავით წმინდა,

იმ გიჟური სიყვარულის გახსენება მინდა.


უსათაურო

ზოგიერთს რომ მოუჭედო ზეცა ოქროს ვარსკვლავით,
დაუკიდო მზე და მთვარე ლურჯ ღრუბელთა ამალით,
მისთვის მაინც ცოტა არის, გეტყვის: მეტი შეგეძლო, 
მე პატივი უნდა მერგოს ვით ლომების მეფესო.
ზოგს კი სახე სულ უცინის, ერთიანად ღიმილობს,
მის თვალებში ისახება იები და ღიღილო,
შემოივლის დედამიწას, უყვარს ზეცა ფერადი,
და მის ხმაში ისმის მხოლოდ მადლობები ჟღერადი.








Wednesday, December 16, 2020

და იმ ერთადერთს (სიმღერა, შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

 ფაქიზ ოცნებებს ყავლი გასვლიათ,

ყავლი გასვლიათ, სურვილებს, ფიქრებს,

მაინც ეტრფი და მაინც ეძახი,

ზღვა სიყვარულის არასდროს იკლებს

 და იმ ერთადერთს და იმ ერთადერთს,

რომელსაც ფიქრი, ოცნება მოაქვს,

დაე, ვუყვარდეთ, დაე, ვუყვარდეთ,

არ დავინანოთ სიცოცხლე, სუნთქვა.

და შემოუვლის ლურჯ ოკეანეს,

ჩვენი გრძნობები არსად გამქრალა,

ხან მზესთანაა, ხან კი - მთვარესთან,

ხან მიდი-მოდის ვარსკვლავთ ამქართან,

კვლავ მენატება ხელების სითბო,

თბილი გული და ნაზი ალერსი,

შენც ეს გაწუხებს, მეც ეს მაწუხებს

და ერთმანეთის მაინც არ გვესმის.

და შენ ერთადერთს, და შენ ერთადერთს,

რომელსაც ფიქრი, ოცნება მოგაქვს, 

დაე, გიყვარდე, დაე, გიყვარდე,

მეც შენთვის დამაქვს სიცოცხლე, სუნთქვა.




Tuesday, December 15, 2020

თოვლის პაპას დანაპირები (საბავშვო)

ყველას, ყველას, ნინოს, დიტოს,

ავთოს, სოფოს, ლევანს,
დავურიგებ დიდ-დიდ ბურთებს,
ბრჭყვიალას და ფერადს,
იკაშკაშოს დედამიწამ
ათას ლამაზ ფერად,
ახალი წლის ღამეს ჩვენთვის
აინთება ყველა.
მაია დიაკონიძე

Monday, December 14, 2020

ზამბახთვალება გოგო ვიყავი

ზამბახთვალება გოგო ვიყავი,
ნაზი ია და თეთრი დუმფარა,
მაგრამ ცოდვები არ მაპატია,
არ შემიცოდა მაღლა უფალმა
და თეთრმა თოვლმა სული გაყინა,
ქარ-ნამქერებად გადამიარა,
ამოიზარდა გულში ყინული,
ძარღვებიც იქცნენ ყინვის ხვიარად.

Sunday, December 13, 2020

მე - სიყვარულის ტყვე (სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ)

 მე სიყვარულის ტყვე ვარ, ოდითგან, 

მე, სერაფიტა, ნაზი ლერწამი,

ფრთებს შევისხამ და ვნებებს მოგიტან,

თავდავიწყებით როცა მეძახი.

მისამღერი: ფრთებს შვისსხმ და ვნებებს მოგიტან,

ფრთებს შევისხამ და ფერებს მოგიტან,

ფრთებს შევისხამ და გამოვფრინდები,

რომ არ გაგიქრე ფერთა გამიდან.

დანთებულ ცეცხლში ვიქნები ალი,

 კოცნა-ალერსში - ტბილი ნექტარი,

შენი პალიტრის ვიქნები ფერი,

სიყვარულივით გაუბედავი.

მისამღერი: დანთებულ ცეცხლში ვიქნები ალი,

ნაცარში, მტვერში  - ცეცხლი, ღადარი,

შენი პალიტრის ვიქნები ფერი,

ატმის ყვავილად თუ დამხატავდი.








Friday, December 11, 2020

ერთსტროფიანი

 ტყუილად ვწერ და ვკითხულობ,

აღარავინ მკითხულობს,
ვგონებ, დავპატარავდი,
ჩამომენგრა ფასადი.

ერთსტროფიანი

 ვითომ ვუყვარდი ძალიან ბევრს,

თურმე, ყასიდად,
თორემ უფალი არ გამწირავდა
ასე ადვილად,
ერთის ლოცვაც კი გადამარჩენდა..

Thursday, December 10, 2020

ერთსტროფიანი

 მე აზვირთებულ შენს მკლავებში ჩემს თვალებს ვხუჭავ

და აღარ მინდა რეალობამ წამართვას თავი,

ამ მოგონებას ვატრიალებ კადრივით უკან

და განშორების სველი ცრემლი ზემოდან მაწვიმს.

Tuesday, December 8, 2020

ბეღურა (საბავშვო)

 საახალწლოდ, ბავშვებო, მინდა მოვყვე ამბავი,

რომ არ ჩაქრეს თქვენს სახლში ნაკვერჩხალი, ღადარი,

რომ ანათოს ყოველთვის ნათურების შუქებმა,

რომ იხაროს თქვენს ჭერქვეშ სიყვარულით სუყველამ.

ერთ დღეს თურმე ძლიერი თავსხმა წვიმა მოსულა

და ეზოში ჩამომდგარ მიწვდომია თუთებსაც,

იქ კი სახლი ჰქონია პაწაწინა ბეღურას

და ფოთოლი თუთისა თავზე გადაეხურა.

თავსხმა წვიმამ წაიღო იგი თავის სახლ-კარით 

და კიბის ქვეშ გაჰქონდა თურმე საწყალს კანკალი.

შემოესმა ვასიკოს ნაზი წრიპინ-ფართხალი

და უჩუმრად იკითხა კართან: - ნეტავ, რა არის?

პასუხი არ მოესმა და გატოპა წვიმაში, 

უშიშარმა ბეღურა შეიყვანა ბინაში, 

გააშრო და გაათბო, აფრთხიალდა ბეღურა,

ფრთამოტეხილს უწამლა, უმასპინძლა მეფურად,

და მას მერე ეს ჩიტი კაცთან ახლოს ბინადრობს,

იცის გადაარჩენენ, სადაც შუქი კიაფობს.

ეს ამბავიც, ბავშვებო, იმ ბეღურამ მიამბო!











ერთსტროფიანი

 იასამანი უყვარდა ჩემს დას და ძოწის მძივი,

ჩემს ძმას აისი, იყო მზის შვილი,
მეც მოტრფიალე გახლავარ მზისი.

ახალი წლის დილა (საბავშვო)

საგუნდაოდ გამოსულმა ახალი წლის დილას

ნატამ, ლელამ, თორნიკემ და პაწაწინა ილამ

სახლთან ახლოს ჩამომჯდარი ნახეს ფისუნია,

შესთავაზეს საახალწლო შოკოლადის ფილა,

მაგრამ როცა არ შეჭამა, შეიყვანეს შინაც,

გაათბეს და დაანაყრეს, მიუჩინეს ბინა

და სურვილი დიდზე-დიდი აუხდინეს ციცას,

თოვლი თათს არ გაუყინავს, სახლში ივლის თბილად,

კმაყოფილი დარჩა ილა და ამაყი დიდად,

ამის მერე ეყოლება ჭრელი ფისუნია.


Sunday, December 6, 2020

სულში ჩამომდგარა დეკემბერი

 სულში ჩამომდგარა დეკემბერი,

ჩემი უხილავი სევდა,

ვეღარ გადავლახე ბარიერი,

მიყვარხარ, რომ უნდა მთქვა.

ფოთლებს აერიათ გზა და კვალი,

ფეხქვეშ დამეფინენ ნოხად,

ვუთხარი, გარეთ დგას დეკემბერი,

ახლა ველოდები თოვას.

და აგერ, ფიფქებიც შემოფრინდნენ,

შესცივდათ თოვლის ქვეშ ფოთლებს,

ღმერთო, მომივლინე გაზაფხული,

სევდისგან საშველი მომცეს.





ერთსტროფიანი

 შენ, დაკარგულო ჩემო თავო, 

სადღა გეძებო,

იქნებ, ყვავილში,
რომ დაყნოსა 
პატარა ბავშვმა?!

ერთსტროფიანი

ბევრისთვის არ ვარ საინტერესო,
არც ფული არ მაქვს და არც ღიმილი,
რომ საჩუქრებად ჩამოვარიგო
მოწონების და თბილი სიტყვისთვის,
მე ხე ვარ, ფოთოლშემოძარცვული
და აღარა მაქვს ალბათ ის ხიბლი.

Friday, December 4, 2020

ერთსტროფიანი

 თაგვებივით სორო-სორო შეგვაძვრინეს,

თვითონ დარჩათ ტყე და ველი,
ცხოვრებისგან, სამწუხაროდ,
კარგს არაფერს აღარ ველი.

ერთსტროფიანი

 იასამანი უყვარდა

ჩემს დას

და ძოწის მძივი,

ჩემს ძმას აისი,
იყო მზის შვილი,
მეც მოტრფიალე
გახლავარ მზისი.

სახუმარო(სიმღერა)

 ჩემთვის არა გცალია, უკვე კარგა ხანია,

უკვე კარგა ხანია, სხვის გულს იპყრობ ვარდიანს,

შეუკეთე ღუმელში და ჩაიწვი უბეში

ჩემი გული სნეული, იწვის კარგა ხანია.

შენი არის სუყველა მანია და ტანია,

მე კი, გადარეული, ვტირი კარგა ხანია,

ერთხელ გამოიხედე, მენატრები ძალიან,

ახლა სხვებმა იტირონ, მანიამ და ტანიამ.

მისამღერი: 

გელოდები, ძვირფასო, უკვე კარგა ხანია,

დრომ ვერ მომცა ნუგეში, მოსვლა შენი ვალია.

Tuesday, December 1, 2020

იავნანა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 ანგელოზო დედის, დაიძინე, გესმის?

ღვთიშობელი გეძახის, სიყვარულის მთესავი,

შენთვის, ჩემო ერთავ, გულის პერანგს ვკემსავ,

გახდეს როგორც რვალი, ეშმამ არ გცეს თვალი,

მზის სხივო და ფიქრო, ანგელოზებს ვიხმობ,

ჩადგეს ყველა ქარი, ცხენს ვთხოვ ფაფარაყრილს

რომ დაგიდგეს მცველად, ავი იქცეს ფერფლად.

მისამღერი: 

მზის სხივო და ფიქრო, 

სახლის კერას მითბობ,

ალუბლის გაქვს ლოყები,

ტუჩი - ლალი, ძოწები,

თვალში - იის კონები, 

მაგრად ჩაგეკონები.