საახალწლო სამზადისი გააჩაღა ბებიამ,
ქვაბში ხორცი მოხარშა და გადმოიღო ცეცხლიდან,
გოზინაყი შეამზადა, ხაჭაპურიც დააცხო,
ლევანიკომ განაცხადა: - აღარ შევჭამ ფაფასო,
თქვენ თუ გინდათ მიირთვათ ქაბაბი და ჩიჩია,
რადგან ჯერ პატარა ვარ, მე გიყუროთ პირშია?
დაამშვიდეს მშობლებმა, მამუკამ და თინიამ,
- ცოტას შენც გაგასინჯებთ, ნადუღს ოდნავ პიტნიანს,
ხაჭაპურიც მიირთვი, ქათმის თეთრი ჩიჩიაც,
ოღონდ ხელი არ ახლო ნაყონს, ცოტა ცივია,
ყელი თუ კი გეტკინა, ვერ გაკოცებთ გრიპიანს.
No comments:
Post a Comment